ფხაზეთი (აფხ. Аҧсны) — საქართველოს შემადგენლობაში მყოფი ავტონომიური ერთეულია.

ადმინისტრაციული ცენტრი - სოხუმი.

სახელმწიფო ენები - ქართული, აფხაზური.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა მდებარეობს საქართველოს ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში. მისი ჩრდილო-დასავლეთის საზღვარი მდინარე ფსოუზე გადის, ხოლო აღმოსავლეთი კოდორის ქედზე და მდინარე ენგურზე. მისი ჩრდილოეთი საზღვარი კავკასიონის მთავარი წყალგამყოფ ქედზე გადის, ხოლო სამხრეთით და სამხრეთ-დასავლეთით შავი ზღვა აკრავს. აფხაზეთის შავი ზღვის სანაპირო ზოლის სიგრძე - 195 კმ-ია. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფართობი - 8,700 კმ2-ია  რაც საქართველოს ტერიტორიის 12,5 პროცენტს შეადგენს.

კლიმატი - თბილი, ნოტიო სუბტროპიკული, საშუალო წლიური ტემპერატურა +15 °С, მზიანი დღეების რაოდენობა წელიწადში - 220

უმაღლესი მწვერვალი - დომბაი-ულგენი (4046 მეტრი).

ყველაზე ღრმა კარსტული მღვიმე (მსოფლიოში) - კრუბერი, სიღრმე 1190 მეტრი

უდიდესი ტბა - რიწა

უდიდესი მდინარეები - ბზიფი და კოდორი.

ყველაზე პატარა მდინარე (მსოფლიოში) - რეპრუა (18 მეტრი)

ფლორა -  მრავალფეროვანია აფხაზეთის ბუნება ტყის რესურსებით და მცენარეულობით, აფხაზეთში 133 -ზე მეტი ენდემური  მცენარეა,ფლორა ითვლის 2000 სახეობას, რომელთაგანაც 250-ზე მეტი მიეკუთვნება სამკურნალო მცენარეთა რიცხვს. ტყის საფარი შეადგენს აფხაზეთის ტერიტორიის 52%-ს

ფაუნა - აფხაზეთის ფაუნა  ერთ-ერთი ყველაზე მდიდარია არა მარტოსაქართველოს, არამედ მთელი კავკასიის მასშტაბით. აფხაზეთში ბინადრობს 440  სახეობის ხერხემლიანები, რაც მსოფლიო ფაუნის 1% წარმოადგენს, აქედან 30% მიეკუთვნება მსოფლიოში იშვითი და გადაშენების პირას მყოფთა რიცხვს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა ადმინისტრაციულად იყოფა 7 მუნიციპალიტეტად:

  • აჟარის მუნიციპალიტეტი
  • გაგრის მუნიციპალიტეტი
  • გალის მუნიციპალიტეტი
  • გუდაუთის მუნიციპალიტეტი
  • გულრიფშის მუნიციპალიტეტი
  • ოჩამჩირის მუნიციპალიტეტი
  • სოხუმის მუნიციპალიტეტი