ტელეფონი: 143 (ზარი უფასოა), (+995) 551 08 09 84
ელ.ფოსტა: contactus@mhsa.gov.ge
მისამართი: ვაჟა-ფშაველას გამზირი №16, სართული 6, 0186, თბილისი, საქართველო
2026 წლის პროგრამები
ამბულატორიული დახმარების პროგრამა
აღწერა - პროგრამა ხორციელდება ქვეპროგრამების სახით (10 ქვეპროგრამა). ბენეფიციარისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ეპიზოდი ფინანსდება თანადაფინანსების/დაფინანსების გზით დამტკიცებული ლიმიტის ფარგლებში.
მოსარგებლე - ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან დევნილი პირი.
პროგრამის ფარგლებში დაფინანსებისას უპირატესობა ენიჭება შემდეგ კატეგორიებს (პრიორიტეტული ჯგუფი):
- სოციალურად დაუცველი პირი;
- შშმ სტატუსის მქონე პირი;
- 18 წლამდე ასაკის პირი;
- ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრები პირი;
- ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანი;
- პენსიონერი;
- მარჩენალდაკარგული სტატუსის მქონე პირი, მათ შორის ომში დაღუპული ოჯახის წევრი;
- მრავალშვილიანი ( ოთხი შვილი და მეტი) მშობელი;
- მარტოხელა მშობელი.
პროგრამით სარგებლობისათვის ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან დევნილმა/მისი ნდობით აღჭურვილმა პირმა/კერძო (საჯარო) დაწესებულებამ უნდა მიმართოს სამინისტროს და წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია (მათ შორის ელექტრონული ფორმით):
- განცხადება;
- ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა - ფორმა №IV-100/ა, (დედანი) რომლის ვადაც გაცემიდან სამინისტროში წარმოდგენამდე არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს;
- სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ფინანსური დოკუმენტაცია (ანგარიშ-ფატურა ან/და კალკულაცია დედანი) ასანაზღაურებელი თანხის მითითებით;
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასლი);
- 18 წლამდე ბენეფიციარებისთვის: დაბადების მოწმობა, მშობლის ან მეურვის პირადობის მოწმობა, (ასლი);
- იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის დევნილის ბარათის ასლი ან შესაბამისი უწყების მიერ გაცემული ცნობა-დედანი);
- პრიორიტეტულ ჯგუფებს მიკუთვნებული პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასლი);
- ასევე, შესაძლებელია წარმოდგენილ იქნას დამატებით სხვა დოკუმენტ(ებ)ი ( ყველა სხვა დამფინანსებლის მიერ გაცემული მიმართვები ასეთის არსებობის შემთხვევაში (ასლი) და ა.შ.).
1. ბავშვთა და მოზრდილთა რეაბილიტაცია:
აღწერა - ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება სხვადასხვა ასაკის ბენეფიციართა სარეაბილიტაციო მომსახურება ამბულატორიულ და სტაციონარულ პირობებში, ასევე ბინაზე მომსახურება ექიმ-სპეციალისტის (ნევროლოგი, რეაბილიტოლოგი, ორთოპედი, ტრავმატოლოგი) მიერ გაცემული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა-ფორმა №IV-100/ა-ის საფუძველზე.
დაფინანსების ოდენობა:
ერთ ბენეფიციარზე დაფინანსების/თანადაფინანსების ლიმიტი განისაზღვრება წელიწადში ერთხელ შემდეგი ოდენობით:
- პრიორიტეტული ჯგუფი - 700 ლარი;
- ყველა სხვა ბენეფიციარი- 600 ლარი;
- ბინაზე მომსახურება - 1500 ლარი, როგორც ერთჯერადად, ისე წელიწადში ორჯერ დაფინანსების კატეგორიით გათვალისწინებული თანხის-ლიმიტის ამოწურვამდე.
2. ინსტრუმენტული და ენდოსკოპიური გამოკვლევები:
აღწერა - ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება ინსტრუმენტული (თავის ტვინის და ქვედა კიდურების დოპლეროგრაფია, რენტგენოგრაფია, სპირომეტრია, ექოკარდიოგრაფია, ართროექოსკოპია, ელექტროენცეფალოგრაფია და სხვა) და ენდოსკოპიური კვლევები (გასტროდუოდენოსკოპია, კოლონოსკოპია დაქ სხვა).
დაფინანსების ოდენობა:
ერთ ბენეფიციარზე დაფინანსების/თანადაფინანსების ლიმიტი განისაზღვრება წელიწადში ერთხელ შემდეგი ოდენობით:
- პრიორიტეტული ჯგუფი - 400 ლარი;
- ყველა სხვა ბენეფიციარი- 300 ლარი.
3. კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევები:
აღწერა - ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება ლაბორატორიული კვლევები (კუაგულოგრამა, D დიმერი, C რეაქტიული ცილა, ლიპიდური სპექტრი, ღვიძლის ფუნქციები, გლიკოზირებული ჰემოგლობინი, D ვიტამინი და სხვა).
დაფინანსების ოდენობა:
ერთ ბენეფიციარზე დაფინანსების/თანადაფინანსების ლიმიტი განისაზღვრება წელიწადში ერთხელ შემდეგი ოდენობით:
- პრიორიტეტული ჯგუფი - 250 ლარი;
- ყველა სხვა ბენეფიციარი - 150 ლარი.
4. ბავშვთა და მოზრდილთა სტომატოლოგია:
აღწერა - ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება მთლიანი ან ნაწილობრივი კბილების მოსახსნელი პროტეზით მომსახურება 45 წლიდან ასაკის ბენეფიციარებისთვის, ასევე კბილების ექსტრაქცია, კისტექტომია და ფესვის რეზექცია.
დაფინანსების ოდენობა:
ერთ ბენეფიციარზე დაფინანსების/თანადაფინანსების ლიმიტი განისაზღვრება წელიწადში ერთხელ შემდეგი ოდენობით:
- ქირურგიული სტომატოლოგიური მომსახურების შემთხვევაში (ექსტრაქცია, კისტექტომია, ფესვის რეზექცია):
- პრიორიტეტული ჯგუფი - 300 ლარი;
- ყველა სხვა ბენეფიციარი - 200 ლარი;
- მოსახსნელი პროთეზი - 250 ლარი ერთი ყბის შემთხვევაში (შესაძლებელია ორივე ყბის დაფინანსება).
შენიშვნა: საჭირო დოკუმენტაციასთან ერთად ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა - ფორმა №IV-100/ა,-ის ნაცვლად შესაძლებელია წარმოდგენილ იქნას ცნობა გასაწევი მომსახურების შესახებ.
5. რეპროდუქციული ჯანმრთელობის ხელშეწყობა:
აღწერა - ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება პირველადი უშვილობის დადასტურებული დიაგნოზის მქონე რეპროდუქციული ასაკის პირთა ხელოვნულ განაყოფიერებასთან დაკავშირებული მომსახურებები.
დაფინანსების ოდენობა:
ერთ ბენეფიციარზე დაფინანსების/თანადაფინანსების ლიმიტის ოდენობა განისაზღვრება წელიწადში ერთხელ 3000 ლარით.
6. აფხაზეთიდან დევნილთა მრავალპროფილური სკრინინგი:
აღწერა - ქვეპროგრამა ხორციელდება აფხაზეთიდან დევნილთა მრავალპროფილურ-სამედიცინო გასინჯვების აქციის სახით თბილისსა და რეგიონებში. ქვეპროგრამა ითვალისწინებს სხვადასხვა ექიმ-სპეციალისტთა (ოჯახის ექიმი, ენდოკრინოლოგი, ოფთალმოლოგი, პედიატრი, ნევროლოგი, კარდიოლოგი და ა.შ) საკონსულტაციო მომსახურებას და სხვადასხვა ინსტრუმენტულ - ლაბორატორიულ კვლევებს. ასევე აქციის ფარგლებში ექიმის დანიშნულების შესაბამისად გაიცემა მედიკამენტები.
7. ონკოპაციენტთა სამედიცინო მომსახურება:
აღწერა - ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება სავარაუდო ან დადასტურებული ონკოდიაგნოზის მქონე ბენეფიცირებისთვის მედიკამენტური (ქიმიოთერაპია, ჰორმონოთერაპია, იმუნოთერაპია და ა.შ) მკურნალობა, სხივური თერაპია, რადიოაქტიური იოდით მკურნალობა, პოზიტრონულ - ემისიური ტომოგრაფია (PET/CT), დიაგნოზის დიფერენცირებისთვის ბიოფსია და ბიოფსიური მასალის ციტოლოგია, მორფოლოგია და იმუნოჰისტოქიმია. ასევე გენეტიკური და სხვა კვლევები.
დაფინანსების ოდენობა:
ერთ ბენეფიციარზე დაფინანსების/თანადაფინანსების ლიმიტი განისაზღვრება წელიწადში ორჯერ შემდეგი ოდენობით:
- პრიორიტეტული ჯგუფი - 1000 ლარი;
- ყველა სხვა ბენეფიციარი - 800 ლარი;
პოზიტრონულ-ემისიური ტომოგრაფიის (PET/CT) დაფინანსების/თანადაფინანსების ლიმიტი განისაზღვრება წელიწადში ერთხელ;
- პრიორიტეტული ჯგუფი - 1500 ლარი;
- ყველა სხვა ბენეფიციარი- 1000 ლარი.
8. ბავშვთა აბილიტაცია:
აღწერა - ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება 2-დან 16 წლამდე ასაკის პირთა აბილიტაციური მომსახურება (ქცევითი თერაპია, ოკუპაციური თერაპია, ფსიქოთერაპია. სენსორული თერაპია და ა. შ.) ნევროლოგის ან/და ფსიქოლოგის კონსულტაციის საფუძველზე.
დაფინანსების ოდენობა:
ერთ ბენეფიციარზე დაფინანსების/თანადაფინანსების ლიმიტის ოდენობა განისაზღვრება 1000 ლარით. შესაძლებელია წელიწადში ორჯერ სარგებლობა.
9. მაღალტექნოლოგიური კვლევები:
აღწერა - ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება ამბულატორიული მაღალტექნოლოგიური კვლევები (მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია, კომპიუტერული ტომოგრაფია, სცინტიგრაფია და სხვა).
დაფინანსების ოდენობა:
ერთ ბენეფიციარზე დაფინანსების/თანადაფინანსების ლიმიტი განისაზღვრება წელიწადში ერთხელ შემდეგი ოდენობით:
- პრიორიტეტული ჯგუფი - 500 ლარი;
- ყველა სხვა ბენეფიოციარი - 400 ლარი;
- დადასტურებული ონკოდიაგნოზის მქონე პაციენტებისთვის წლიური ლიმიტი განისაზღვროს 1000 ლარით, როგორც ერთჯერადად, ისე წელიწადში ორჯერ, დაფინანსების ლიმიტის ამოწურვამდე.
10. მხედველობის დაავადებათა დიაგნოსტიკა და მკურნალობა:
აღწერა - ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება 18 დან 40 წლამდე ასაკის ბენეფიციართა თვალის საშუალო და მაღალი ხარისხის რეფრაქციული ანომალიის (ახლომხედველობა, შორსმხედველობა, ასტიგმატიზმი) ექსიმერული ლაზერით კორექცია, ექიმ-სპეციალისტის კონსულტაციისა და წინასაოპერაციო კვლევების გათვალისწინებით.
დაფინანსების ოდენობა:
გაწეული სამედიცინო მომსახურების ეპიზოდი სრულად ფინანსდება ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულ სამედიცინო დაწესებულებასთან გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე.
სტაციონარული დახმარების პროგრამა
აღწერა - პროგრამა ხორციელდება ქვეპროგრამების სახით (7 ქვეპროგრამა). ბენეფიციარისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ეპიზოდი ფინანსდება თანადაფინანსების/დაფინანსების გზით დამტკიცებული ლიმიტის ფარგლებში.
მოსარგებლე - ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან დევნილი პირი.
პროგრამის ფარგლებში დაფინანსებისას უპირატესობა ენიჭება შემდეგ კატეგორიებს (პრიორიტეტული ჯგუფი):
- სოციალურად დაუცველი პირი;
- შშმ სტატუსის მქონე პირი;
- 18 წლამდე ასაკის პირი;
- ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრები პირი;
- ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანი;
- პენსიონერი;
- მარჩენალდაკარგული სტატუსის მქონე პირი, მათ შორის ომში დაღუპული ოჯახის წევრი;
- მრავალშვილიანი ( ოთხი შვილი და მეტი) მშობელი;
- მარტოხელა მშობელი.
პროგრამით სარგებლობისათვის ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან დევნილმა/მისი ნდობით აღჭურვილმა პირმა/კერძო (საჯარო) დაწესებულებამ უნდა მიმართოს სამინისტროს და წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია (მათ შორის ელექტრონული ფორმით):
- განცხადება;
- ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა - ფორმა №IV-100/ა, (დედანი) რომლის ვადაც გაცემიდან სამინისტროში წარმოდგენამდე არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს;
- სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ფინანსური დოკუმენტაცია (ანგარიშ-ფატურა ან/და კალკულაცია დედანი) ასანაზღაურებელი თანხის მითითებით;
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასლი);
- 18 წლამდე ბენეფიციარებისთვის: დაბადების მოწმობა, მშობლის ან მეურვის პირადობის მოწმობა, (ასლი);
- იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის დევნილის ბარათის ასლი ან შესაბამისი უწყების მიერ გაცემული ცნობა-დედანი);
- პრიორიტეტულ ჯგუფებს მიკუთვნებული პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასლი);
- ასევე, შესაძლებელია წარმოდგენილ იქნას დამატებით სხვა დოკუმენტ(ებ)ი ( ყველა სხვა დამფინანსებლის მიერ გაცემული მიმართვები ასეთის არსებობის შემთხვევაში (ასლი) და ა.შ.);
1. დიაგნოსტიკისა და სტაციონარული მომსახურების თანადაფინანსება:
აღწერა - ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება სტაციონარულ პირობებში ოპერაციული და დიაგნოსტიკური მომსახურებები, ასევე სამკურნალო მანიპულაციები/პროცედურები როგორც ამბულატორიულ, ისე სტაციონარულ პირობებში.
დაფინანსების ოდენობა:
ერთ ბენეფიციარზე დაფინანსების/თანადაფინანსების ლიმიტი განისაზღვრება წელიწადში ერთხელ შემდეგი ოდენობით:
- პრიორიტეტული ჯგუფი - 1000 ლარი;
- ყველა სხვა ბენეფიციარი- 800 ლარი.
- ქვეყნის ფარგლებში ჩატარებული მომსახურების შემთხვევაში მომსახურების მიმწოდებელ დაწესებულებაში დავალიანების არსებობისას - 500 ლარი (მომსახურების მიწოდებიდან სამინისტროში დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 1 თვეს);
- სამედიცინო მომსახურება, რომელიც არ ფინანსდება საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამით - 500 ლარი;
- ბენეფიციარებისათვის, რომლის თანადაფინანსების თანხა აღემატება 5000 ლარს - 2000 ლარი;
შენიშვნა: ჩატარებული მომსახურების შემთხვევაში სხვა დოკუმენტაციასთან ერთად საჭიროა ცნობა/ხელშეკრულება/შეთანხმება დაწესებულების მიმართ დავალიანების არსებობის თაობაზე (დედანი).
2. ჰიგიენური სამედიცინო დანიშნულების საგნებით დახმარება:
აღწერა - ქვეპროგრამა ითვალისწინებს სამედიცინო დანიშნულების საგნების, ინდივიდუალური დაცვის და პაციენტთა მოვლის საშუალებების შეძენას და გადაცემას პრიორიტეტულ კატეგორიას მიკუთვნებულ ბენეფიციარებზე.
დაფინანსების წესი:
- ერთ ბენეფიციარზე სამედიცინო დანიშნულების საგნები გაიცემა წელიწადში ერთხელ - 300 ლარის ღირებულების ფარგლებში.
- ჟანგბადის კონცენტრატორები და ლეიბი მწოლიარე პაციენტებისათვის წელიწადში ერთხელ გაიცემა - ინდივიდუალური საჭიროების შესაბამისად.
3. მენჯ-ბარძაყის სახსრის ენდოპროთეზირება:
აღწერა - ქვეპროგრამა ითვალისწინებს მენჯ-ბარძაყის სახსრის ენდოპროთეზირების დაფინანსებას არასაპენსიო ასაკის ბენეფიციარებისთვის.
დაფინანსების ოდენობა:
ერთ ბენეფიციარზე დაფინანსების/თანადაფინანსების ლიმიტი განისაზღვრება წელიწადში ერთხელ შემდეგი ოდენობით:
- ქ.თბილისში რეგისტრირებული ბენეფიციარებისთვის - 2000 ლარი;
- საქართველოს ყველა სხვა რეგიონში რეგისტრირებული ბენეფიციარებისთვის - 4000 ლარი.
4. საზღვარგარეთ მკურნალობის თანადაფინანსება:
აღწერა - ქვეპროგრამა ითვალისწინებს ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან დევნილთა საზღვარგარეთ ჩატარებული ან ჩასატარებელი მომსახურების თანადაფინანსებას იმ შემთხვევაში, თუ მოთხოვნილი სამედიცინო სერვისის მიღება საქართველოში შეუძლებელია საქართველოს სამკურნალო დაწესებულებებში სერვისის არარსებობის გამო ან/და პირისათვის სერვისის საჭიროების მიღება რეკომენდირებულია საზღვარგარეთ და აქვს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეფერალური მომსახურების პროგრამის ფარგლებში დაფინანსება.
დაფინანსების ოდენობა:
ერთ ბენეფიციარზე დაფინანსების/თანადაფინანსების ლიმიტის ოდენობა განისაზღვრება წელიწადში ერთხელ - 5 000 ლარი.
შენიშვნა: ბენეფიციარის ასაკის, სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობის ან დაავადების სიმძიმიდან გამომდინარე შესაძლებელია კომისიის გადაწყვეტილებით დაფინანსების ლიმიტის გაზრდა არაუმეტეს 10 000 ლარისა.
უცხოეთიდან წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაცია უნდა იყოს თარგმნილი ქართულად და დამოწმებული ნოტარიუსის მიერ.
5. ვეტერანთა რეაბილიტაციის ხელშეწყობა:
აღწერა - ქვეპროგრამა წარმოდგენილია ორი კომპონენტით: ვეტერანთა სარეაბილიტაციო მომსახურების კომპონენტი - ითვალისწინებს წელიწადში ერთხელ ბენეფიციართა სასტუმროთი უზრუნველყოფას, ექიმ-რეაბილიტოლოგის კონსულტაციას და შესაბამის სარეაბილიტაციო მომსახურებას. სოციალური დახმარების კომპონენტი - საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის საბრძოლო მოქმედებების შედეგად მკვეთრად გამოხატული შშმ სტატუსის მქონე ვეტერანთა ერთჯერად ფინანსურ დახმარებას.
მოსარგებლე - აფხაზეთიდან დევნილი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის საბრძოლო მოქმედებების შედეგად შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ვეტერანი.
დაფინანსების ოდენობა:
ერთ ბენეფიციარზე დაფინანსების ოდენობა განისაზღვრება წელიწადში ერთხელ შემდეგი ოდენობით:
- სარეაბილიტაციო მომსახურების კომპონენტი - ტენდერის შედეგების შესაბამისად;
- სოციალური დახმარების კომპონენტი - 500 ლარი;
შენიშვნა: ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსებისას უპირატესობა ენიჭება ვეტერანს, რომელსაც წინა წლის ანალოგიურ პროგრამაში მონაწილეობა არ მიუღია.
6. განსაკუთრებულ შემთხვევათა და პათოლოგიათა მკურნალობის ხელშეწყობა:
აღწერა - ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება იმ სამედიცინო მომსახურებების (ძვირადღირებული სპეციფიური მედიკამეტური მკურნალობა, ინექცია, ბლოკადა, ინტრავენური ინფუზია, პლაზმოფერეზის პროცედურები, სადიაგნოსტიკო მომსახურებები, და სხვა) ხარჯები, რაც არ იფარება როგორც ცენტრალური, ისე აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროგრამებით, ასევე შეიძლება დაფინანსდეს ისეთი მომსახურებებიც, რომლებზეც კომისიის დისკრეციული უფლებით მიიღება განსხვავებული გადაწყვეტილება, ვიდრე ქვეპროგრამით არის გათვალისწინებული ბენეფიციარების ასაკის, სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობის ან დაავადების სიმძიმიდან გამომდინარე.
დაფინანსების ოდენობა:
ერთ ბენეფიციარზე დაფინანსების/თანადაფინანსების ლიმიტი განისაზღვრება წელიწადში ერთხელ შემდეგი ოდენობით:
- პრიორიტეტული ჯგუფი - 1200 ლარი;
- ყველა სხვა ბენეფიციარი - 1000 ლარი;
- სპეციფიური მედიკამენტური მკურნალობის შემთხვევაში, ფინანდება არაუმეტეს 3 თვის საჭირო რაოდენობა ლიმიტის ფარგლებში.
შენიშვნა: მედიკამენტების დაფინასების შემთხვევაში დამატებით საჭიროა ფინანსური დოკუმენტაცია ფარმაცევტული დაწესებულებებიდან.
7. შინ მოვლა:
აღწერა - ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება ქ. თბილისში რეგისტრირებული მარტოხელა და ხანდაზმული ბენეფიციარები, რომლებიც მიეკუთვნებიან პრიორიტეტული კატეგორიებიდან ერთ-ერთს მაინც და რომლისთვისაც უძლურების შეფასების „ბართელის“ კითხვარის მიხედვით მინიჭებული ქულა არ აღემატება 100 ერთეულს. ქვეპროგრამა ითვალისწინებს:
- მოსარგებლის შეფასებას - კითხვარის მიხედვით 6 თვეში ერთხელ და შესაბამისი ბართელის ინდექსის მინიჭებას;
- მოსარგებლის შესახებ ინფორმაციის მოგროვებას, გარემოს შეფასებას, საჭიროებების გამოვლენასა და ინდივიდუალური გეგმის შედგენას;
- მოსარგებლის საექთნო მომსახურებას- ექთნის ვიზიტებს მოსარგებლესთან ბინაზე, ფიზიკურ შემოწმებას, სასიცოცხლო ნიშნების მონიტორინგს, გეგმის მიხედვით პროცედურების ჩატარებას, მედიკამენტების მიწოდებას.
- მოსარგებლის პერსონალური მოვლას.
დაფინანსების წესი:
- ერთი ვიზიტის ღირებულება განისაზღვრება ელექტრონული ტენდერის შედეგების შესაბამისად.
- მოსარგებლესთან ინდივიდუალური ვიზიტები და მომსახურება ხორციელდება განსაზღვრული გეგმის შესაბამისად.
სამედიცინო პერსონალის გადამზადების პროგრამა
აღწერა - პროგრამა ფარგლებში ხორციელდება:
- სამედიცინო დაწესებულებაში დასაქმებული უმაღლესი განათლების მქონე, სერტიპიცირებული ექიმის უწყვეტი პროფესიული განათლების მოკლევადიანი პროგრამის დაფინანსებას/თანადაფინანსება კრედიტ-ქულების მინიჭებისთვის.
- საბაკალავრო ან მასთან გათანაბრებული დიპლომირებული ნებისმიერი სპეციალისტის ტრენინგის თანადაფინანსებას ჯანდაცვის მენეჯმენტის/ადმინისტრირების მიმართულებით.
- დამოუკიდებელი სამედიცინო საქმიანობის უფლების მოპოვების მიზნით სარეზიდენტო პროგრამების თანადაფინანსება.
მოსარგებლე - ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან დევნილი ექიმები და დამოუკიდებელი სამედიცინო საქმიანობის უფლების მოპოვების მსურველი ბენეფიციარები;
პროგრამით სარგებლობისათვის ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან დევნილმა/მისი ნდობით აღჭურვილმა პირმა/კერძო (საჯარო) დაწესებულებამ უნდა მიმართოს სამინისტროს და წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია:
- განცხადება;
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან პასპორტის ქსეროასლი;
- იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი დევნილის ბარათის ასლი ან შესაბამისი უწყების მიერ გაცემული ცნობა-დედანი);
- განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის- დიპლომის (ასლი);
- სახელმწიფო სერტიფიკატი პროფილურ საქმიანობაში;
- ცნობა სამუშაო ადგილიდან ან/და რეკომენდაცია;
- რეზიდენტურის პროგრამების/ტრენინგის და/ან აკრედიტირებული პროგრამების (კრედიტ- ქულები) ღირებულების დამადასტურებელი ფინანსური დოკუმენტი;
- ასევე, შესაძლებელია წარმოდგენილ იქნას დამატებით სხვა დოკუმენტ(ებ)ი.
დაფინანსების წესი:
ერთ ბენეფიციარზე დაფინანსების/თანადაფინანსების ლიმიტი განისაზღვრება შემდეგი ოდენობით:
- კრედიტ-ქულების და ტრენინგების კომპონენტის ფარგლებში წლიურად - 500 ლარი, როგორც ერთჯერადად, ისე წელიწადში ორჯერ, დაფინანსების თანხის ლიმიტის ამოწურვამდე.
- რეზიდენტურის თანადაფინანსების კომპონენტის ფარგლებში - 2000 ლარი წელიწადში ერთხელ.