ტელეფონი: (+995 32) 214 00 83
ელ.ფოსტა: mofa@abkhazia.gov.ge
მისამართი: მიხეილ თამარაშვილის ქუჩა №15ა, 0186, თბილისი, საქართველო
2025 წლის პროგრამები
სსიპ „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატა“
მისამართი: თბილისი, ვაჟა–ფშაველას გამზ. N16.
პალატის სერვისების ბენეფიციარები არიან :აფხაზეთიდან დევნილი მეწარმეები.
1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატა
პოტენციური ბენეფიციარი უნდა იყოს აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირი, მათ შორის საწარმოში/ორგანიზაციაში 50% და მეტი წილის მფლობელი მეწარმე სუბიექტი და ის უნდა იყოს „აწარმოე საქართველოში“ ან „სოფლის განვითარების სააგენტოს“ მიმდინარე პროგრამის გამარჯვებული. ბენეფიციარების შერჩევა მოხდება რიგითობის მიხედვით, პროგრამისათვის გამოყოფილი თანხის სრულ ამოწურვამდე.
დაფინანსება თითოეულ მეწარმე სუბიექტზე არ უნდა აღემატებოდეს 5000 ლარს.
დანართის სახით წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
დანართის სახით წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- პირადობის მოწმობის ასლი (სავალდებულო);
- დევნილის მოწმობის ასლი (სავალდებულო);
- სამეწარმეო საქმიანობის დამადასტურებელი დოკუმენტი, მათ შორის: ინდმეწარმე; შპს; სააქციო საზოგადოება; მიკრო და მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე და სხვა (სავალდებულო);
- ამონაწერი მეწარმეთა პირების რეესტრიდან (სავალდებულო);
- გადასახადის გადამხდელის მოწმობა;
- ცნობა, რომ ბენეფიციარი არის „აწარმოე საქართველოში“ ან „სოფლის განვითარების სააგენტო“ -ს მიმდინარე პროექტის გამარჯვებული (სავალდებულო)
გამოფენაში მონაწილეობისათვის გასაწევი ხარჯების დამადასტურებელ დოკუმენტები (სავალდებულო):
- მგზავრობის დამადასტურებელი დოკუმენტი- ბილეთი
- სასტუმროში განთავსების დამადასტურებელ დოკუმენტი
- სტენდის ქირაობის (გადახდილი თანხის) „აწარმოე საქართველოში“ან„სოფლის განვითარების სააგენტოს მხრიდან თანადაფინანსების დამადასტურებელი დოკუმენტი/ცნობა
პალატა უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში, განმცხადებელს მოსთხოვოს დამატებითი დოკუმენტაციის, ფოტო/ვიდეო მასალის და სხვა ინფორმაციის წარმოდგენა.
2. საერთაშორისო სისტემებისა და სტანდარტების შემუშავება და დანერგვა
პოტენციური ბენეფიციარი უნდა იყოს აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირი, მათ შორის საწარმოში/ორგანიზაციაში 50% და მეტი წილის მფლობელი მეწარმე სუბიექტი. ბენეფიციარების შერჩევა მოხდება რიგითობის მიხედვით, პროგრამისთვის გამოყოფილი თანხის სრულ ამოწურვამდე.
პალატა მეწარმე სუბიექტებს (რომლებიც ახორციელებენ პროდუქციის წარმოებას ან/და გადამუშავებას) დაუფინანსებს HACCP-ის საერთაშორისო სისტემის დანერგვის საფასურს.
დაფინანსება განხორციელდება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობის შესაბამისად, 2025 წელს პალატისათვის გამოყოფილი სახსრების ნაწილიდან „მცირე და საშუალო მეწარმეების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში. დაფინანსება თითოეულ მეწარმე სუბიექტზე არ უნდა აღემატებოდეს 2000 ლარს.
დანართის სახით წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- პირადობის მოწმობის ასლი (სავალდებულო)
- დევნილის მოწმობის ასლი (სავალდებულო)
- სამეწარმეო საქმიანობის დამადასტურებელი დოკუმენტი, მათ შორის: ინდმეწარმე; შპს; სააქციო საზოგადოება; მიკრო და მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე და სხვა (სავალდებულოა)
- ამონაწერი მეწარმეთა პირების რეესტრიდან (სავალდებულო)
- გადასახადის გადამხდელის მოწმობა
HACCP-ის საერთაშორისო სისტემის დანერგვის შემდგომ,
დაფინანსების მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტები (სავალდებულო):
- ხელშეკრულება სერვისის მომწოდებელთან
- მიღება - ჩაბარების აქტი
- ანგარიშ ფაქტურა (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
- სერვისის მიღების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი
პალატა უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში, განმცხადებელს მოსთხოვოს დამატებითი დოკუმენტაციის, ფოტო/ვიდეო მასალის და სხვა ინფორმაციის წარმოდგენა.
3. აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირებისთვის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის - მოტობლოკის თანადაფინანსება
მიზანი: აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირებისთვის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა.
აღწერა: პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარი იღებს თანადაფინანსებას ახალი მოტობლოკის შესაძენად, რომლის ღირებულების 80%-მდე (არაუმეტეს 1000 ლარის ოდენობით) ფინანსდება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ. პროგრამა მოიცავს საქართველოს მთელ ტერიტორიას და მიმართულია მცირე მიწათმოქმედი დევნილების ეკონომიკური აქტიურობისა და თვითდასაქმების წახალისებაზე.
სამიზნე აუდიტორია: აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები, რომლებსაც გააჩნიათ 0,2 ჰექტარიდან 3 ჰექტრამდე ფართობის სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი.
წინაპირობები: პოტენციურ ბენეფიციარს მფლობელობაში უნდა გააჩნდეს სსიპ – საჯარო რეესტრში რეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო 0,2 ჰექტრიდან 3 ჰექტრამდე ფართობის (ერთიანად ან ჯამურად) მიწის ნაკვეთი. მფლობელობის ფორმა შეიძლება იყოს:
- საკუთრება/თანასაკუთრება;
- იჯარა განაცხადის წარმოდგენიდან სულ მცირე 3 წლის ვადით;
თანადაფინანსების პირობები: პროგრამის ფარგლებში სამინისტროს თანადაფინანსების მოცულობა ერთ ბენეფიციარზე განისაზღვრება:
- 7 და მეტი ცხენის ძალის სიმძლავრის წვრილღერძიანი (30 მმ-მდე) სასოფლო -სამეურნეო ტექნიკის შესყიდვის შემთხვევაში – ტექნიკის ღირებულების არაუმეტეს 80%, არაუმეტეს 800 ლარის ოდენობით;
- 7 და მეტი ცხენის ძალის სიმძლავრის მსხვილღერძიანი (30 მმ-დან) სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესყიდვის შემთხვევაში – ტექნიკის ღირებულების არაუმეტეს 80%, არაუმეტეს 1000 ლარის ოდენობით;
შეზღუდვები: ბენეფიციარი იღებს ვალდებულებას თანადაფინანსების ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 კალენდარული წლის ვადაში არ გაასხვისოს, გაცვალოს ან სარგებლობაში არ გადასცეს სხვა პირს პროგრამის ფარგლებში შესყიდული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა - მოტობლოკი.
პოტენციური ბენეფიციარის მიერ ელექტრონული ფორმით წარმოსადგენი დოკუმენტები:
ა)პირადობის მოწმობის ასლი;
ბ) დევნილის მოწმობის ასლი;
გ) 2025 წელს განახლებული სსიპ – საჯარო რეესტრში რეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო 0,2 ჰექტრიდან 3 ჰექტრამდე ფართობის (ერთიანად ან ჯამურად) მიწის ნაკვეთის მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
დ) პროგრამაში მონაწილეობის განაცხადი (ელექტრონული ფორმით);
ე) შესასყიდ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაზე „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე რეგისტრირებული მეწარმე ფიზიკური/იურიდიული პირის მიერ პოტენციური ბენეფიციარისთვის გამოწერილი ინვოისი ქართულ ენაზე.
*ინვოისი გაცემული უნდა იყოს უშუალოდ განაცხადის წარმომდგენ პოტენციურ ბენეფიციარზე და უნდა შეიცავდეს მხარეთა რეკვიზიტებს (საიდენტიფიკაციო კოდი, დასახელება, მისამართი) და ინფორმაციას სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის - მოტობლოკის მახასიათებლების შესახებ ( მოდელი, სიმძლავრე, ღერძის ზომა და სხვა მახასიათებლები).
** სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ღირებულება წარმოდგენილი უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში;
*** ინვოისში მითითებული უნდა იყოს მისი მოქმედების ვადა;
ვ) საბანკო რეკვიზიტები;
ზ) მიკრო/მცირე/ფიქსირებული გადასახდის გადამხდელის სტატუსით სარგებლობის შემთხვევაში, შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტი
წესები და პირობები:
- განაცხადში მითითებული ინფორმაცია სწორი და უტყუარია;
- გაცნობილია ვებ გვერდზე - www.abkhazia.gov.ge გამოქვეყნებულ - „აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირებისთვის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის - მოტობლოკის თანადაფინანსების“ პირობებს, შესაბამისობის კრიტერიუმებსა და თანადაფინანსების პირობებს;
- ქვეპროგრამის ფარგლებში პოტენციურ ბენეფიციარს შეუძლია დაფინანსების მოთხოვნა მხოლოდ ერთ ერთეულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ტექნიკაზე.
- ქვეპროგრამის ფარგლებში ბენეფიციარისთვის თანადაფინანსება გაიცემა მხოლოდ ერთი განაცხადის შესაბამისად.
- ქვეპროგრამის კომპონენტის ფარგლებში მიწის (უძრავი ქონების) ერთ საკადასტრო კოდზე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე გაიცემა თანადაფინანსება მხოლოდ ერთ სასოფლოსამეურნეო ტექნიკაზე - მოტობლოკზე.
- ბენეფიციარი იღებს ვალდებულებას თანადაფინანსების ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 კალენდარული წლის ვადაში არ გაასხვისოს, გაცვალოს ან სარგებლობაში არ გადასცეს სხვა პირს პროგრამის ფარგლებში შესყიდული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა - მოტობლოკი.
- სამინისტრო უფლებამოსილია ნებისმიერ დროს წინასწარი გაფრთხილების გარეშე გადაამოწმოს განაცხადში მითითებული ნებისმიერი ინფორმაცია, მესამე პირებთან ან/და სხვა არსებული წყაროების გამოყენებით;
- იმ შემთხვევაში, თუ დადგინდა განაცხადში მითითებული ინფორმაციის ან მისი ნაწილის უზუსტობა, იქნება ეს განმცხადებლის მიერ განზრახ/გაუფრთხილებლობით ან/და მესამე პირ(ებ)ის მიზეზით მცდარი ინფორმაციის მითითება, სამინისტრო იტოვებს უფლებას უპირობოდ მიიღოს უარყოფითი გადაწყვეტილება;
- იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებლის მიერ განაცხადში მითითებული მცდარი ინფორმაციის მიზეზით სამინისტროს მიადგება მატერიალური ან/და არამატერიალური, პირდაპირი ან/და არაპირდაპირი ზიანი, განმცხადებელი იღებს სრულ პასუხისმგებლობას აღნიშნულ ზიანთან დაკავშირებით;
- სამინისტრო არ არის პასუხისმგებელი განაცხადის შევსებასთან ან/და განაცხადის წარდგენასთან დაკავშირებულ ნებისმიერ პირდაპირ/არაპირდაპირ ხარჯზე;
- განაცხადი არ შეიძლება განმცხადებლის ან/და ნებისმიერი სხვა დაინტერესებული პირის მიერ განხილულ იქნეს, როგორც სამინისტროს რაიმე სახის პირდაპირი/არაპირდაპირი დაპირება;
- სამინისტრო არ არის პასუხისმგებელი განაცხადთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების პირდაპირ / არაპირდაპირ შედეგებზე;
- სამინისტრო არ არის პასუხისმგებელი პროგრამაში მონაწილეობის მიზნით განაცხადისა და წარმოდგენილი დოკუმენტების მომზადებისთვის გაწეულ დანახარჯებზე.
- პოტენციური ბენეფიციარი აცნობიერებს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შემდგომი გაძვირების შესაძლებლობას და მზად არის საკუთარი თანამონაწილეობით დაფაროს გაძვირების შედეგად წარმოქმნილი ფასთა სხვაობა;
- განაცხადის წარდგენიდან ხელშეკრულების გაფორმებამდე, ნივთის ფასის კლების შემთხვევაში, პროპორციულად მცირდება განაცხადით მოთხოვნილი დაფინანსების თანხის ოდენობა, თანადაფინანსების წილობრივი მაქსიმალური ოდენობის (80%) გათვალისწინებით.
4. აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირებისთვის თხილის შესაწამლი აპარატის თანადაფინანსება
მიზანი: აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირების თხილის შესაწამლი აპარატებს თანადაფინანსების პროგრამის თხილის პირველად წარმოებაში ჩართული აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირების სტიმულირება.
აღწერა: პროგრამა უზრუნველყოფს თხილის შესაწამლი აპარატების შეძენაზე თანადაფინანსებას - ტექნიკის ღირებულების 80%-მდე, ბაღის ზომის მიხედვით.
პროგრამა უწყობს ხელს თხილის მოვლა-მოყვანის გაუმჯობესებას, სარგებლის გაზრდასა და დევნილი ფერმერების ეკონომიკურ გაძლიერებას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.
სამიზნე აუდიტორია: აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები, რომლებსაც გააჩნიათ ა(ა)იპ სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ შექმნილ თხილის კადასტრში შეტანილი თხილის ბაღი და მონაწილეობა აქვთ მიღებულია(ა)იპ „სოფლის განვითარების სააგენტოს“ თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამაში, შესაბამისად უზრუნველყოფილია სასუქის შესაბამისი ოდენობით.
წინაპირობები: ბენეფიციარს 2025 წელს მიღებული უნდა ჰქონდეს სახელმწიფო სუბსიდია საქართველოს მთავრობის 2025 წლის 7 თებერვლის #32 დადგენილებით დამტკიცებული „თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში;
თანადაფინანსების პირობები: პროგრამის ფარგლებში სამინისტროს თანადაფინანსების მოცულობა ერთ ბენეფიციარზე განისაზღვრება:
- არაუმეტეს 80%, არაუმეტეს 200 ლარის ოდენობით - 0,2 ჰექტრიდან 0,5 ჰექტრამდე თხილის ბაღისთვის არანაკლებ 16 ლიტრი მოცულობის ავზის მქონე მოტორიზებული (შიდა წვის ძრავით აღჭურვილი) ზურგზე მოსაკიდებელი აპარატის შესყიდვის შემთხვევაში;
- ტექნიკის ღირებულების არაუმეტეს 80%, არაუმეტეს 1100 ლარის ოდენობით - 0,5 ჰექტრიდან 3 ჰექტრამდე თხილის ბაღისთვის - 100 ლიტრი და მეტი მოცულობის ავზის მქონე ხელით გადაადგილებადი მობილური აპარატის შესყიდვის შემთხვევაში;
პოტენციური ბენეფიციარის მიერ ელექტრონული ფორმით წარმოსადგენი დოკუმენტები:
ა)პირადობის მოწმობის ასლი;
ბ) დევნილის მოწმობის ასლი;
გ) ცნობა ა(ა)იპ „სოფლის განვითარების სააგენტოდან“ ან ლიბერთი ბანკიდან, რომ ნამდვილად არის ა(ა)იპ „სოფლის განვითარების სააგენტოს“ თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის 2025 წლის ბენეფიციარი, ბენეფიციარის ანგარიშზე ასახული ქულების მითითებით;
დ) პროგრამაში მონაწილეობის განაცხადი (ელექტრონული ფორმით);
ე) შესასყიდ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაზე „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე რეგისტრირებული მეწარმე ფიზიკური/იურიდიული პირის მიერ პოტენციური ბენეფიციარისთვის გამოწერილი ინვოისი ქართულ ენაზე.
*ინვოისი გაცემული უნდა იყოს უშუალოდ განაცხადის წარმომდგენ პოტენციურ ბენეფიციარზე და უნდა შეიცავდეს მხარეთა რეკვიზიტებს (საიდენტიფიკაციო კოდი, დასახელება, მისამართი) და ინფორმაციას სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის მახასიათებლების შესახებ ( მოდელი, სიმძლავრე, ავზის მოცულობა და სხვა მახასიათებლები).
** სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ღირებულება წარმოდგენილი უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში;
*** ინვოისში მითითებული უნდა იყოს მისი მოქმედების ვადა;
ვ) საბანკო რეკვიზიტები;
ზ) მიკრო/მცირე/ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსით სარგებლობის შემთხვევაში, შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტი;
წესები და პირობები:
- განაცხადში მითითებული ინფორმაცია სწორი და უტყუარია;
- გაცნობილია ვებ გვერდზე - www.abkhazia.gov.ge გამოქვეყნებულ - „აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირებისთვის თხილის შესაწამლი აპარატის თანადაფინანსების“ პირობებს, შესაბამისობის კრიტერიუმებსა და თანადაფინანსების პირობებს;
- ქვეპროგრამის ფარგლებში პოტენციურ ბენეფიციარს შეუძლია დაფინანსების მოთხოვნა მხოლოდ ერთ ერთეულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ტექნიკაზე.
- ქვეპროგრამის ფარგლებში ბენეფიციარისთვის თანადაფინანსება გაიცემა მხოლოდ ერთი განაცხადის შესაბამისად.
- სამინისტრო უფლებამოსილია ნებისმიერ დროს წინასწარი გაფრთხილების გარეშე გადაამოწმოს განაცხადში მითითებული ნებისმიერი ინფორმაცია, მესამე პირებთან ან/და სხვა არსებული წყაროების გამოყენებით;
- იმ შემთხვევაში, თუ დადგინდა განაცხადში მითითებული ინფორმაციის ან მისი ნაწილის უზუსტობა, იქნება ეს განმცხადებლის მიერ განზრახ/გაუფრთხილებლობით ან/და მესამე პირ(ებ)ის მიზეზით მცდარი ინფორმაციის მითითება, სამინისტრო იტოვებს უფლებას უპირობოდ მიიღოს უარყოფითი გადაწყვეტილება;
- იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებლის მიერ განაცხადში მითითებული მცდარი ინფორმაციის მიზეზით სამინისტროს მიადგება მატერიალური ან/და არამატერიალური, პირდაპირი ან/და არაპირდაპირი ზიანი, განმცხადებელი იღებს სრულ პასუხისმგებლობას აღნიშნულ ზიანთან დაკავშირებით;
- სამინისტრო არ არის პასუხისმგებელი განაცხადის შევსებასთან ან/და განაცხადის წარდგენასთან დაკავშირებულ ნებისმიერ პირდაპირ/არაპირდაპირ ხარჯზე;
- განაცხადი არ შეიძლება განმცხადებლის ან/და ნებისმიერი სხვა დაინტერესებული პირის მიერ განხილულ იქნეს, როგორც სამინისტროს რაიმე სახის პირდაპირი/არაპირდაპირი დაპირება;
- სამინისტრო არ არის პასუხისმგებელი განაცხადთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების პირდაპირ / არაპირდაპირ შედეგებზე;
- სამინისტრო არ არის პასუხისმგებელი პროგრამაში მონაწილეობის მიზნით განაცხადისა და წარმოდგენილი დოკუმენტების მომზადებისთვის გაწეულ დანახარჯებზე.
- პოტენციური ბენეფიციარი აცნობიერებს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შემდგომი გაძვირების შესაძლებლობას და მზად არის საკუთარი თანამონაწილეობით დაფაროს გაძვირების შედეგად წარმოქმნილი ფასთა სხვაობა;
- განაცხადის წარდგენიდან ხელშეკრულების გაფორმებამდე, ნივთის ფასის კლების შემთხვევაში, პროპორციულად მცირდება განაცხადით მოთხოვნილი დაფინანსების თანხის ოდენობა, თანადაფინანსების წილობრივი მაქსიმალური ოდენობის (80%) გათვალისწინებით.
5. მიკრომეწარმეობის ხელშეწყობა
მიზანი: აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირების მიკრომეწარმეობაში ჩართვის სტიმულირება, მათი სამეწარმეო პოტენციალისა და კონკურენტუნარიანობის გაზრდა.
აღწერა: პროგრამა ითვალისწინებს გრანტის გაცემას სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში უკვე დამტკიცებული და სრულად ათვისებული სესხის 25%-ის ოდენობით.
სამიზნე აუდიტორია: „მიკრომეწარმეობის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 12 ივლისის #229 დადგენილებით განსაზღვრული, სსიპ „აწარმოე საქართველოს“ მიერ განხორციელებული, მიკრომეწარმეობის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარი მეწარმე სუბიექტი, რომელსაც მინიჭებული აქვს აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსი ან „მეწარმეთა შესახებ“ კანონის საფუძველზე რეგისტრირებული მეწარმე იურიდიული პირი, რომლის 50% ან მეტ წილს ფლობს აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მქონე პირი, რომელსაც სახელმწიფო პროგრამით განსაზღვრულ ვადაში სრულად აქვს ათვისებული სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დამტკიცებული სესხის სრული ოდენობა. პოტენციური ბენეფიციარი უფლებამოსილია, საგრანტო განაცხადი წარადგინოს სამინისტროში არაუგვიანეს სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სესხის დამტკიცებიდან 24 თვის ვადაში.
წინაპირობები: პოტენციურ ბენეფიციარს მონაწილეობა უნდა ჰქონდეს მიღებული „მიკრომეწარმეობის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამაში“ და სესხის თანხა სრულად უნდა ჰქონდეს მიზნობრივად ათვისებული, რაც დადასტურებული იქნება შესაბამისი დოკუმენტაციით, რომელიც შეიძლება იყოს:
ა) ცნობა სსიპ „აწარმოე საქართველოდან“;
ბ) „მიკრომეწარმეობის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 12 ივლისის #229 დადგენილების მე-12 მუხლით გათვალისწინებული მონიტორინგის შედეგის ამსახველი დოკუმენტი.
გრანტის გაცემის პირობები: პროგრამის ფარგლებში გრანტის მოცულობა ერთ ბენეფიციარზე განისაზღვრება სრულად ათვისებული სესხის მოცულობის (20 000 -50 000 ლარი ) 25%-ის ოდენობით. პოტენციური ბენეფიციარი უფლებამოსილია, საგრანტო განაცხადი წარადგინოს სამინისტროში არაუგვიანეს სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სესხის დამტკიცებიდან 24 თვის ვადაში.
პოტენციური ბენეფიციარის მიერ ელექტრონული ფორმით წარმოსადგენი დოკუმენტები:
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან
- ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ID/პასპორტი) / იურიდიული პირის შემთხვევაში, 50% ან მეტი წილის მფლობელი აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ID/პასპორტი)
- ბენეფიციარის / იურიდიული პირის შემთხვევაში, 50% ან მეტი წილის მფლობელი აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირის დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი
- ცნობა სსიპ “აწარმოე საქართველოდან” / მონიტორინგის შედეგის ამსახველი დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს „მიკრომეწარმეობის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამაში ბენეფიციარის მონაწილეობასა და სესხის თანხის სრულად და მიზნობრივად ათვისებას.
შენიშვნა: სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სესხის დამტკიცების თარიღისა და სესხის მოცულობის მითითებით. - იურიდიული პირის შემთხვევაში, შესაბამისი წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
შენიშვნა: წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამასდტურებელი დოკუმენტის წარმოდგენას არ საჭიროებს იურიდიული პირის დირექტორი. - საბანკო რეკვიზიტები (ელექტრონული ვერსია);
წესები და პირობები:
- განაცხადში მითითებული ინფორმაცია სწორი და უტყუარია;
- გაცნობილია ვებ გვერდზე - www.abkhazia.gov.ge გამოქვეყნებულ - „აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირებისთვის მიკრომეწარმეობის ხელშეწყობა“ პირობებს, შესაბამისობის კრიტერიუმებსა და თანადაფინანსების პირობებს;
- ქვეპროგრამის ფარგლებში გრანტის მოცულობა ერთ ბენეფიციარზე განისაზღვრება სრულად ათვისებული სესხის მოცულობის 25%-ის ოდენობით.
- ქვეპროგრამის ფარგლებში ბენეფიციარისთვის გრანტი გაიცემა მხოლოდ ერთი განაცხადის შესაბამისად.
- ქვეპროგრამის ფარგლებში ერთ სესხის ხელშეკრულებაზე გრანტი გაიცემა მხოლოდ ერთი განაცხადის შესაბამისად.
- ქვეპოტენციური ბენეფიციარი უფლებამოსილია, საგრანტო განაცხადი წარადგინოს სამინისტროში არაუგვიანეს სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სესხის დამტკიცებიდან 24 თვის ვადაში.