აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

სოციალური

მომსახურება, რომელსაც აფინანსებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტი და რომლის მიღება შეუძლია აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირს უფასოდ
სოციალური დაცვის მიმართულებით:

* აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან საქართველოს რეფერალური მომსახურების პროგრამის ფარგლებში სამკურნალოდ გადმოსული პაციენტებისა და მათი თანმხლები პირების დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფა ქ. თბილისში და ქ. ქუთაისში. შესაძლებელია ერთდროულად 14 პირის დროებითი დაბინავება.

საკონტაქტო პირი ქ. თბილისში - ნონა მორგოშია, ტელ.: 577 09-25-48

საკონტაქტო პირი ქ. ქუთაისში - ალუ გამახარია, ტელ.: 599 55-20-64

* ერთჯერადი მატერიალური დახმარებების (150 ლარის) გაცემა შემდეგ კატეგორიებზე:

- მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებზე - 150 ლარი;

- მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებზე - 150 ლარი;

- მარჩენალდაკარგულებზე (თანხა გაიცემა გარდაცვლილის ოჯახის მხოლოდ ერთ წევრზე) - 150 ლარი;

- დედ-მამით ობოლ არასრულწლოვანებზე (თითოეულზე) - 150 ლარი;

- ოთხი და მეტი არასრულწლოვან შვილიან ოჯახებზე - 150 ლარი;

- 100 წელს გადაცილებულებზე (თითოეულზე) - 150 ლარი;

- შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვებზე და ბავშვობიდან შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებზე (თითოეულზე) - 150 ლარი;

- სხვა მძიმე სოციალურ მდგომარეობაში მყოფ ოჯახებზე - კომისიური გადაწყვეტილებით არა უმეტეს 200 (ორასი) ლარისა.

საკონტაქტო პირები:

აღმოსავლეთ საქრთველოში მცხოვრებ დევნილებისთვის - მურმან გოგია, ტ.: 599 85-50-89

სამეგრელო - ზემო სვანეთის რეგიონში მცხოვრებ დევნილებისთვის - მაკა პოტაპენკო, ტელ.: 591 81-02-10

იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მცხოვრებ დევნილებისთვის - დალილა თამაზოღლი, ტელ.: 599 87-38-70

* დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში მცირეფასიანი და გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების უზრუნველყოფა. თითოეული შემთხვევა ფინანსირდება არაუმეტეს 800 ლარის ოდენობით.

საკონტაქტო პირები:

აღმოსავლეთ საქრთველოში მდებარე ობიექტებში მცხოვრებ დევნილებისთვის - ლევან ბარათელი, ტელ.: 599 47-79-22

სამეგრელო - ზემო სვანეთის რეგიონში მდებარე ობიექტებში  მცხოვრებ დევნილებისთვის - ბიძინა გამისონია, ტელ.: 591 81-02-18

იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მდებარე ობიექტებში მცხოვრებ დევნილებისთვის - თემურ წულაია, ტელ.: 595 01-60-61