იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტრო
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტრო აცხადებს კონკურსს: ,,სამოქალაქო ინტეგრაციის მხარდაჭერა"
კონკურსის მიზანი:
ა) კონფლიქტით დაშორიშორებულ საზოგადოებებს შორის სამოქალაქო ინტეგრაციის, ნდობის აღდგენის, დიალოგისა და თანამშრომლობის გაძლიერების ხელშეწყობა.
ბ) სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესში საზოგადოების აქტიურ ჩართულობაზე ორიენტირებული ინიციატივების მხარდაჭერა აფხაზეთის კონფლიქტით გამოწვეული სოციალური, კულტურული და ჰუმანიტარული გამოწვევების საპასუხოდ.
გ) ახალგაზრდებში მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის და სამშვიდობო საკითხებზე ცნობიერების ამაღლება, ახალგაზრდების მიერ ინიციირებული/მათზე ორიენტირებული პროექტების მხარდაჭერა.
მოსალოდნელი შედეგები:
აფხაზეთის კონფლიქტით გამოწვეული სოციალური, კულტურული და ჰუმანიტარული გამოწვევების საპასუხოდ საზოგადოების (მათ შორის, ახალგაზრდების) ჩართულობის გაზრდა, ერთობლივი ინიციატივების მხარდაჭერისა და დაშორიშორებულ საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენის გზით.
პირობები:
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს სრულწლოვან მოქალაქეებს და საქართველოში რეგისტრირებულ კერძო სამართლის იურიდიულ პირებს, რომელთა საქმიანობა შეესაბამება კონკურსის მიზნებს.
- კონკურსის საერთო ბიუჯეტია 180 000 ლარი, ხოლო ერთი პროექტის მაქსიმალური დაფინანსება შეადგენს 30 000 ლარს.
საკონკურსო განაცხადები მიიღება 2026 წლის 30 ივლისის ჩათვლით.
განაცხადი გადმოაგზავნეთ შემდეგ მისამართზე: projects.justiceabkhazia@gmail.com
საკონტაქტო პირი: ნინო ციხელაშვილი, სამშვიდობო და სამოქალაქო ინტეგრაციის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.
+995 595 53 88 57
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად გაეცანით დეტალურ ინფორმაციას შემდეგ ბმულებზე:
- პროგრამის განხორციელების წესი
- „სამოქალაქო ინტეგრაციის მხარდაჭერა“
- განაცხადის ფორმა(დანართი №1.1)
- დაზუსტებული ინფორმაცია პროექტის/ღონისძიების შესახებ (დანართი №1.3)
- პროექტის/ღონისძიების საპროექტო განაცხადის ფორმა (დანართი №1.2)
- პროექტის/ღონისძიების ხარჯთაღრიცხვა (დანართი №1.2.1)
- შესრულების ანგარიშის ფორმა (დანართი №1.4).