აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში ინტერპელაციის წესით დავით ფაცაციას მოუსმინეს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია ინტერპელაციის წესით დეპუტატების წინაშე წარსდგა და მათ მიერ წერილობითი დასმულ შეკითხვებს უპასუხა.

პლენარულ სხდომაზე, დავით ფაცაციამ ისაუბრა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები და აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის საჭიროებებზე, მათი სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და მხარდაჭერის მიზნით სამინისტროს პროგრამებსა და ამ ეტაპზე განხორციელებულ ღონისძიებებზე, მათ შორის, ამ მიმართულებებით სამინისტროს ინიციატივითა და ჩართულობით მომზადებულ კანონპროექტებზე.

სხდომას აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია უძღვებოდა.

დებატებში მონაწილეობდნენ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრები, ზურაბ ჯგუბურია, ანზორ წოწონავა, ნუგზარ მგალობლიშვილი, რაისა ქარაია, ვახტანგ ყოლბაია, ადა მარშანია, ელგუჯა გვაზავა, ანზორ წოწონავა.

სხდომას, ასევე, ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის პირველი მოადგილე გურამ მისაბიშვილი, მოადგილე იგორ კოპალიანი, სსიპ - აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მომსახურების სააგენტოს დირექტორი სალომე დოლიძე და სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები.

სხდომა ნაწილობრივ დისტანციურ რეჟიმში წარიმართა.