აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრ დავით ფაცაციასთან ერთად, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო, რომელიც, წელს პირველად, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებითა და მხარდაჭერით, დედაქალაქთან ერთად, საქართველოს ოთხ რეგიონში გაიმართა.
ანზორ მარგიანმა და დავით ფაცაციამ თამარაშვილის ქუჩაზე მდებარე უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს და, კიდევ ერთხელ, თანაგრძნობა გამოუცხადეს უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.
სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით გამართულ ღონისძიებას ესწრებოდნენ უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახის წევრები, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის, შესაბამისი სახელმწიფო უწყებებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.