აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია ვაკის რაიონის გამგებელ დავით კვინიკაძეს შეხვდა

შეხვედრაზე მხარეებმა თბილისში, ვაკის რაიონში მდებარე დევნილთა განსახლების ადგილებში მცხოვრებთა საჭიროებები და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების საკითხები განიხილეს.

იძულებით გადაადგილებულ პირთა წინაშე მდგარი გამოწვევების ადგილზე შესწავლისა და შემდგომი რეაგირების მიზნით, მხარებმა დევნილთა განსახლების ადგილებში ერთობლივი შეხვედრები დაგეგმეს.

შეხვედრას სამინისტროსა და ვაკის რაიონის გამგეობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

”ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა ვაკის რაიონის გამგებელთან დავით კვინიკაძესთან.

შეხვედრაზე ვაკის რაიონში მცხოვრები დევნილი მოსახლეობის წინაშე მდგარი გამოწვევები და მათ განსახლების ადგილებში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების საკითხები განვიხილეთ.

მხარეებმა მზადყოფნა გამოვხატეთ დევნილი მოსახლეობის საჭიროებებზე ორიენტირებული პროექტების ერთობლივად განხორციელების თაობაზე და ამ მიზნით მათთან შეხვედრები დავგეგმეთ.

ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ცენტრალურ ხელისუფლებასთან და ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან ერთად, ყველა იმ პრობლემატური, კრიტიკულად მნიშვნელოვანი საკითხების მოსაგვარებლად, რაც დევნილებს ეხება.

მნიშვნელოვანია, ისიც, რომ ეტაპობრივად ვახორციელებთ დევნილთა წინაშე მდგარი პრობლემური საკითხების მოგვარებას.“ - დავით ფაცაცია