აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროში მასწავლებლის საერთაშორისო დღე აღინიშნა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით, მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროში ღვაწლმოსილი პედაგოგები, აფხაზეთის საჯარო სკოლების მედალოსანი კურსდამთავრებულები და აფხაზეთიდან დევნილი, წარჩინებული სტუდენტები დაჯილდოვდნენ.

ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ნანა გაბელიამ გახსნეს, რომლებიც პედაგოგებს მიესალმნენ, პროფესიული დღე მიულოცეს და სიგელები და საჩუქრები პირადად გადასცეს.

ღონისძიების ფარგლებში, ასევე მედალოსანი კურსდამთავრებულები და სამინისტროს სტიპენდიატები დაჯილდოვდნენ, რომელთაც დიპლომები, წიგნები და შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ.

აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს განათლების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში შეხვედრები აფხაზეთიდან დევნილ ღვაწლმოსილ პედაგოგებთან, აფხაზეთის საჯარო სკოლების კურსდამთავრებულებთან და აფხაზეთიდან დევნილ წარჩინებულ სტუდენტებთან ყოველწლიურად იმართება.