თბილისის კონსერვატორიაში მონოდრამა „THE PASSION OF MEDEA“ შესრულდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით, თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში ზვიად ბოლქვაძის მონოდრამა „THE PASSION OF MEDEA“ შესრულდა, რომელშიც აფხაზეთის გურამ ყურაშვილის სახელმწიფო საგუნდო კაპელა მონაწილეობდა.  

მონოდრამა ოთარ ჭილაძის რომანის „გზაზე ერთი კაცი მიდიოდა“-ს მიხედვითაა დაწერილი. მუსიკა მითოლოგიურ მედეაზეა, მის გრძნობებსა და განცდებზე.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი ნანა გაბელია, სამინისტროს წარმომადგენლები და დევნილი საზოგადოება ესწრებოდა.

პროექტი საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.