საქართველოს სამ ქალაქში სალექციო კვირეული "აღმოაჩინე აფხაზეთი" ჩატარდა

აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით, საქართველოს რეგიონებში სალექციო კვირეული "აღმოაჩინე აფხაზეთი" ჩატარდა.

ერთი კვირის განმავლობაში, სალექციო სემინარები წარმატებით მიმდინარეობდა ქალაქ გორის, ქალაქ თელავისა და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტებში.

სალექციო კურსს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი კახა კვაშილავა უძღვებოდა. ღონისძიებაში, ასევე, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილე მარიამ კუჭავა და სამინისტროს თანამშრომლები მონაწილეობდნენ.

ეს პროექტი სამინისტროს "კულტურულ ფასეულობათა დაცვისა და პოპულარიზაციის პროგრამის" ფარგლებში ხორციელდება და მისი მიზანია ახალგაზრდებში აფხაზეთის ისტორიისა და ეთნო-კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლება.

სალექციო კვირეულის მსმენელებს ლექცია-სემინარში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცათ.