რუსლან აბაშიძემ და ნანა გაბელიამ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2023 წლის წარმატებულ მოსწავლეებს ნოუთბუქები გადასცეს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ნანა გაბელიამ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2023 წლის წარმატებულ მოსწავლეებს ნოუთბუქები გადასცეს.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროგრამის „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში საჩუქრები გადაეცა 19 ახალგაზრდას, რომლებმაც 2023 წელს საბაზო საფეხური უმაღლესი შეფასებით დაასრულეს.

ღონისძიებას აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.