აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра
ცხელი ხაზი 143
დავით ფაცაციამ ალილოს სადღესასწაულო მსვლელობაში მონაწილეობა მიიღო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრმა დავით ფაცაციამ, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანთან და აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად, ალილოს სადღესასწაულო მსვლელობაში მიიღო მონაწილეობა.

აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებმა, ტრადიციულად, საშობაო ალილოს მსვლელობის მონაწილეებს საშობაო ნობათები გადასცეს, რომელიც ბავშვთა სახლებსა და უმწეოთა თავშესაფრებს გადაეცემათ.

თეატრალიზებული სადღესასწაულო მსვლელობა პირველი რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყო და წმინდა სამების საკათედრო ტაძარში დასრულდა. მსვლელობაში აფხაზეთის №2 და №3 საჯარო სკოლების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.