აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები აფხაზეთის საჯარო სკოლების დირექტორებს შეხვდნენ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი ნანა გაბელია აფხაზეთის საჯარო სკოლების დირექტორებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე დირექტორებმა სკოლების საჭიროებებსა და მათ წინაშე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს.

შეხვედრის მონაწილეებმა ასევე, საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის გამართვის  წესში შეტანილი ცვლილებები  და განათლების მიმართულებით მოსწავლეთა მხარდასაჭერად განსახორციელებელი პროექტები განიხილეს.

სამუშაო შეხვედრას აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილე ნინო ლობჟანიძე და სამინისტროს თანამშრომლები ესწრებოდნენ.