რუსლან აბაშიძე და გიორგი გაბედავა ნიდერლანდებში ქართული კულტურის ცენტრის ბაზაზე არსებულ ცეკვის ანსამბლს ესტუმრნენ

ნიდერლანდების სამეფოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრი გიორგი გაბედავა ნიდერლანდების სამეფოს ქართული კულტურის ცენტრის ბაზაზე არსებულ ცეკვის ანსამბლ „საქართველოს“ ესტუმრნენ. რუსლან აბაშიძემ ანსამბლს შესაძლებლობის ფარგლებში მხარდაჭერა აღუთქვა და ახალგაზრდებს აფხაზეთის ქალაქების სახელებიანი მაისურები გადასცა.

შეხვედრას ქართველი ემიგრანტებიც ესწრებოდნენ, სადაც აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებმა დიასპორების ჩართულობას, სამშვიდობო პროცესებში აფხაზეთის თემატიკის პოპულარიზაციასა და არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერას გაუსვეს ხაზი.

ღონისძიებას საქართველოს ელჩი ნიდერლანდების სამეფოში დავით სოლომონია, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის მოადგილე მარინე გითოლენდია და საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.