აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра
ცხელი ხაზი 143
2024 წლის „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ეტალონი მოსწავლე“ რაულ შენგელია გახდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“  ჩატარდა და 2024 წლის „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა. ჩემპიონატში აფხაზეთის საჯარო სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ნანა გაბელიამ კონკურსის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს და წარმატება უსურვეს.

2024 წლის „ეტალონი მოსწავლე“ აფხაზეთის №10 საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე რაულ შენგელია გახდა. მეორე ადგილზე აფხაზეთის №21 საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლე ანა კვარაცხელია გავიდა, ხოლო მესამე ადგილი აფხაზეთის №7 საჯარო სკოლის VIII კლასის მოსწავლე თამარ კიკალიშვილმა დაიკავა.

პირველ ათეულში გასული მოსწავლეები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ სპეციალური საჩუქრებით დააჯილდოვა.