დავით ფაცაცია აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრად დაინიშნა

აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრად დავით ფაცაცია დაინიშნა. მინისტრი თანამშრომლებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილმა წარუდგინა და წარმატებული საქმიანობა უსურვა.

დავით ფაცაცია წლების განმავლობაში სხვადასხვა თანამდებობას იკავებდა.

2001-2004 წლებში იყო აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და აშშ-ის განათლებისა და განვითარების აკადემიის (AED) პროგრამის „ახალგაზრდა ლიდერები მშვიდობისა და განვითარებისათვის სამხრეთ კავკასიაში“ ტრენერ-კოორდინატორი.

2005 წელს გახდა ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველოს“, პროგრამის „ევროპის სამეზობლო პოლიტიკა“ (ENP Georgia) კონფლიქტების ჯგუფის ხელმძღვანელი.

2006 წელს იყო საერთაშორისო ახალგაზრდული ორგანიზაცია „AIESEC Georgia“-ს დამფუძნებელი და ვიცე-პრეზიდენტი.

2005-2009 წლებში ფონდი „აფხაზეთის მომავალის“ პროექტების მენეჯერი.

2011-2017 წლებში იყო შპს „ავიატორის“ კომერციული დირექტორი.

2019 წელს დაინიშნა ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრად.

2019-2021 წლებში იყო იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი.

2021 წელს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში განხორციელებული საკადრო ცვლილებების შემდეგ დაინიშნა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრად, ხოლო 2022 წელს სამინისტროს სახელწოდების ცვლილებიდან გამომდინარე გახდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი.

2022 წლიდან ლექციებს კითხულობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე.