აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра
ცხელი ხაზი 143
დავით მორგოშია წყნეთში აფხაზეთის ომში გმირულად დაღუპული ნოდარ მათიაშვილის სახელობის სკვერის გახსნას დაესწრო

წყნეთში აფხაზეთის ომში გმირულად დაღუპული ნოდარ მათიაშვილის სახელობის სკვერი გაიხსნა.

ღონისძიებას თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, ვაკის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ტყემალაძე, სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე ლევან აბაშიძე, თავდაცვის მინისტრის მოადგილე პაატა პატიაშვილი, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის თავმჯდომარე კობა კობალაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დავით მორგოშია, აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე, საკრებულოს წევრები, ნოდარ მათიაშვილის ოჯახის წევრები, მეგობრები და ადგილობრივი მოსახლეობა დაესწრნენ.

სიტყვით გამომსვლელებმა ქვეყნის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის დაცვის საქმეში ნოდარ მათიაშვილის დამსახურებაზე ისაუბრეს.

ნოდარ მათიაშვილი 1959 წელს წყნეთის იმ უბანში დაიბადა, სადაც საკრებულომ მისი სახელობის სკვერი გახსნა.

1993 წელს, საომარი მოქმედებების დროს, თანამებრძოლის დახმარების დროს, ნოდარ მათიაშვილი სეპარატისტებმა ტყვედ აიყვანეს და წამებით მოკლეს.

სიკვდილის შემდეგ იგი დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით.