აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა დავით მორგოშიამ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველ მოადგილე თამაზ ხუბუას და აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნუგზარ მგალობლიშვილთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე მინისტრმა და დეპუტატებმა განათლების, კულტურისა და სპორტის განვითარებასთან დაკავშირებულ სამომავლო გეგმებსა და თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობაზე ისაუბრეს.
ყურადღება გამახვილდა აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ახალ ინიციატივებსა და მათი განხორციელების გზებზე.
დეპუტატებმა აღნიშნეს, რომ განათლება, კულტურა და სპორტი აფხაზეთის უმაღლესი საბჭოსთვის განსაკუთრებით პრიორიტეტული სფეროებია.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილეები გიორგი ჯინჭარაძე და ნინო ლობჟანიძე, მინისტრის მრჩეველი ანა კიტია, განათლებისა და საგანმანათლებლო პროგრამების სამსახურის უფროსი ხათუნა შონია და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსი ზურაბ მებონია.