2024-11-14 |
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროსა და ბათუმის მერიას შორის მემორანდუმი გაფორმდა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
დოკუმენტს ხელი მოაწერეს აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრმა ლაშა ქარდავამ და ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა.
“ბათუმის მერიასთან მემორანდუმს მოეწერა ხელი. ჩვენი მიზანია თანამშრომლობის განვითარება აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროსა და ბათუმის მერიას შორის, რაც დადებით გავლენას მოახდენს აფხაზეთიდან დროებით დევნილი საზოგადოების ჯანმრთელობასა და სოციალურ მდგომარეობაზე-განაცხადა ლაშა ქარდავამ”.
მემორანდუმი ითვალისწინებს მჭიდრო და ეფექტურ თანამშრომლობას ერთობლივი ღონისძიებების ორგანიზებაში, ორმხრივად საინტერესო ღონისძიებებზე მიწვევას და პროგრამების განხორციელებაში ხელშეწყობას.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მრჩეველი მეგი ჯაში და ბათუმის მერის მოადგილე ლელა სურმანიძე ესწრებოდნენ.