2024-12-20 |
იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო
აფხაზეთის მთავრობის ხელშეწყობით, აფხაზეთიდან დევნილი მეწარმეებისთვის გარდაბნის, წყალტუბოსა და სენაკის მუნიციპატიტებში სასათბურე მეურნეობები მოეწყო
პროცესი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრმა დავით ფაცაციამ სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად პირადად მოინახულა.
სასათბურე მეურნეობები ეკონომიკური პროგრამების სააგენტოს მიზნობრივი პროგრამის - „სასოფლო-სამეურნეო და ენდემური კულტურების წარმოების მხარდაჭერა“ ფარგლებში მოეწყო და მისი მიზანი აფხაზეთიდან დევნილი მეწარმეების საქმიანობის ხელშეწყობა და განვითარებაა.