2025 წლის 3 თებერვალს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს კომიტეტების სხდომა გაიმართა

იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრმა გიორგი ძიგუამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს კომიტეტების სხდომის ფორმატში, აფხაზეთის მთავრობის პოლიტიკური გადაწყვეტილება განიხილა, რომელიც იუსტიციის მიმართულებით დამატებული დარგობრივი საკითხების საფუძველზე, მინისტრის აპარატის სამინისტროდ გარდაქმნას ითვალისწინებს.

სხდომაზე მინისტრმა კანონპროექტების შესახებ ისაუბრა, რომელიც სამინისტროდ გარდაქმნის პროცესში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონებში ცვლილებების განხორციელებას საჭიროებს.

სხდომას აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრები, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის მოადგილე ბორის გაბუნია და მინისტრის აპარატის იუსტიციის დეპარტამენტის უფროსი მაია შამუგია ესწრებოდნენ.