2025-02-07 |
იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატი
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში მინისტრის აპარატს სტატუსი შეეცვლება
იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრმა, გიორგი ძიგუამ უმაღლეს საბჭოში გამართულ სესიაზე, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ა/რ მინისტრის აპარატის, სამინისტროდ გარდაქმნის შესახებ კანონპროექტი წარადგინა.
კანონპროექტს დეპუტატებმა საბჭოს სესიაზე კენჭი ერთხმად უყარეს, რის საფუძველზეც, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში მინისტრის აპარატს სტატუსი შეეცვლება.
სესიას აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრები, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის პირველი მოადგილე თემურ გასვიანი, მოადგილე ბორის გაბუნია, ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი მარინე გითოლენდია და მინისტრის აპარატის იუსტიციის დეპარტამენტის უფროსი მაია შამუგია ესწრებოდნენ