2025-02-11 |
იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატი
იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი გიორგი ძიგუა, აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს დეპუტატს, ადა მარშანიას შეხვდა
შეხვედრის ფარგლებში, ხაზი გაესვა ხიდჩატეხილობის აღდგენის საკითხს, ქართველ და აფხაზ ახალგაზრდებს შორის.
შეხვედრა ასევე ითვალისწინებდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები და ამ ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირების ინტეგრაციის საკითხებთან დაკავშირებული პროექტების განხორციელებას.
შეხვედრას იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ა/რ მინისტრის პირველი მოადგილე თემურ გასვიანი, მინისტრის აპარატის იუსტიციის დეპარტამენტის უფროსი მაია შამუგია, სამშვიდობო პოლიტიკის და სამოქალაქო ინტეგრაციის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი მებონია და მინისტრის აპარატის თანამშრომლები ესწრებოდნენ.