აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში აფხაზეთის სკოლის ღვაწლმოსილი პედაგოგის ლევან ესათიას დაჯილდოება გაიმართა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ბექა ღვაჩლიანმა განათლების სფეროში მრავალწლიანი წარმატებული საქმიანობისთვის აფხაზეთის სკოლის ღვაწლმოსილი პედაგოგი ლევან ესათია დააჯილდოვა.
 
მინისტრმა აფხაზეთიდან დროებით დევნილი ახალგაზრდების აღზრდის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მას მადლობა გადაუხადა და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.
 
ღვაწლმოსილი პედაგოგი წლების მანძილზე ხელმძღვანელობდა თაგილონის N2 საჯარო სკოლას, შემდგომში კი სოხუმის შოთა რუსთაველის სახელობის N1 საჯარო სკოლას. ხანგრძლივი გზა განვლო ასევე აფხაზეთის ა/რ სახელმწიფო ენის პალატის თავმჯდომარეობიდან აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს - განათლების ტერიტორიული წარმომადგენლობებისა და საინფორმაციო მართვის სამმართველოს უფროსის მოადგილეობამდე.