ბექა ღვაჩლიანი პროექტ "შემოქმედებითი ზაფხულის" ფარგლებში კერამიკის მასტერკლასს დაესწრო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი ბექა ღვაჩლიანი აფხაზეთის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს პროექტ "შემოქმედებითი ზაფხულის“ ფარგლებში, კოლეჯ „სპექტრთან“ ურთიერთთანამშრომლობით გამართულ კერამიკის მასტერკლასს დაესწრო.

პროექტი აფხაზეთიდან დევნილი 18-25 წლის ახალგაზრდებისთვის ხორციელდება, რომელსაც პროფესიონალი კერამიკოსი გრიგოლ მუმლაძე ხელმძღვანელობს. მისი დახმარებით ახალგაზრდები კერამიკული ნივთების დამზადების ძირითად ტექნიკას გაეცნენ და საკუთარი ხელით აფხაზური თემატიკის ნამუშევრები შექმნეს.

შეხვედრას კოლეჯ ,,სპექტრის’’ დირექტორი მათე ტაკიძე, აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი მურთაზ გურჩიანი, კულტურის სამმართველოს უფროსი სალომე უზუნაშვილი, სააგენტოსა და კოლეჯის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

პროექტი მიზნად ისახავს დევნილი ახალგაზრდების პროფესიული, კარიერული და შემოქმედებითი უნარების განვითარებას.

პროექტის დასკვნით ეტაპზე მასტერკლასზე შექმნილი აფხაზური თემატიკის კერამიკული ნამუშევრების გამოფენა გაიმართება