2025-09-27 |
განათლებისა და კულტურის სამინისტრო
აფხაზეთის მთავრობის წევრებმა თამაზ ნადარეიშვილისა და გენო ადამიას საფლავები ყვავილებით შეამკეს
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების და კულტურის მინისტრმა ბექა ღვაჩლიანმა, აფხაზეთის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრ ალიონა ჩხოტუასთან, ერთად საბურთალოს ძმათა სასაფლაოზე საქართველოს ეროვნული გმირის გენერალ-მაიორის გენო ადამიას და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ყოფილი თავმჯდომარის თამაზ ნადარეიშვილის საფლავები ყვავილებით შეამკეს და პატივი მიაგეს მათ ხსოვნას.
აფხაზეთში 1993 წლის 27 სექტემბერს განვითარებული ტრაგიკული მოვლენებიდან 32 წელი გავიდა. აფხაზეთის ომი 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო და 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა. შეიარაღებულ დაპირისპირებას 30 ათასამდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 300 000-ზე მეტი კი საკუთარი სახლიდან დევნილად იქცა.