ფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე ინტერპელაციის წესით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრს ბექა ღვაჩლიანს მოუსმინეს.
სხდომას აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია უძღვებოდა.
მინისტრმა უმაღლესი საბჭოს დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა, რომელიც სამინისტროში მოქმედი პროგრამული ნაწილის განხორციელების საკითხს, განათლებისა და კულტურის სფეროში გაწეულ საქმიანობას, პედაგოგთა და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის დაფინანსების, სპორტული და სახელოვნებო გაერთიანებების მხარდაჭერისა და სხვა პრიორიტეტული მიმართულებების განხილვას მოიცავდა.
დეპუტატებმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მიერ განხორციელებული საქმიანობა განიხილეს. ყურადღება გამახვილდა ერთობლივ და სამომავლო ინიციატივებზე.
სხდომას უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილე, აფხაზეთის კულტურის სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორი და სამინისტროს თანამშრომლები ესწრებოდნენ.






