2025-12-08 |
ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი თენგიზ ნასარიძე დირსში, აფხაზეთიდან დროებით დევნილი ბავშვებისთვის გამართულ ღონისძიებას დაესწრო
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი თენგიზ ნასარიძე დირსში, აფხაზეთიდან დროებით დევნილი ბავშვებისთვის გამართულ ღონისძიებას დაესწრო.
მინისტრმა ბავშვებს წინასაახალწლო დღეები მიულოცა და სხვადასხვა აქტივობებში შვილთან ერთად ჩაერთო.
“ვიმყოფებით დირსში, სადაც ჩვენი აფხაზეთიდან დევნილი ბავშვებისთვის გასართობი პროგრამა ეწყობა. ბედნიერებაა ამდენი გახერებული ბავშვების თვალების ხილვა და ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც მათ ასეთი სიხარულით და განწყობით ვხედავთ.”-განაცხადა თენგიზ ნასარიძემ.
პროექტი „ჯადოსნური დღეები“, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, საქართველოს მასშტაბით დევნილთა 10 კომპაქტურ ჩასახლებაში განხორციელდა და ბავშვებისთვის მრავალფეროვან, შემეცნებით და გასართობ აქტივობებს ითვალისწინებდა.
