აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროს ინიციატივითა და მთავრობის თავმჯდომარის მხარდაჭერით , საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოში საჯარო ლექცია : “ადამიანის უფლებები და ხელოვნური ინტელექტი-გამოწვევ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროს ინიციატივითა და მთავრობის თავმჯდომარის მხარდაჭერით , საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოში საჯარო ლექცია : “ადამიანის უფლებები და ხელოვნური ინტელექტი-გამოწვევები და სამართლებრივი ასპექტები“ ჩატარდა.
აფხაზეთიდან დევნილის სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის ლექცია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ექსპერტმა ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით, პროფესორმა ზვიად გაბისონიამ წაიკითხა.
პროფესორმა ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო სტანდარტი განიხილა და ყურადღება იმ გამოწვევებზე გაამახვილა, რომლებიც ხელოვნური ინტელექტის სწრაფ განვითარებას მოჰყვა. საჯარო ლექციის შემდგომ, ახალგაზრდების მონაწილეობთ დისკუსია გაიმართა.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარე, გიორგი ჯინჭარაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრი, ალიონა ჩხოტუა და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე, ავთანდილ კასრაძე დაესწრნენ.