2025-12-22 |
იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტრო
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროს ორგანიზებით, ბაკურიანში, საგანმანათლებლო პროექტის „საჯაროდ გამოსვლის ხელოვნება 2025” დასკვნითი ღონისძება გაიმართა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროს ორგანიზებით, ბაკურიანში, საგანმანათლებლო პროექტის „საჯაროდ გამოსვლის ხელოვნება 2025” დასკვნითი ღონისძება გაიმართა.
შემაჯამებელ ღონისძიებაზე ახალგაზრდებმა პრეზენტაციები წარმოადგინეს და განვლილი სატრენინგო კურსი შეაფასეს.
პროექტის ფარგლებში, 6 დღის განმავლობაში, აფხაზეთიდან დევნილმა მოზარდებმა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე გაიღრმავეს ცოდნა, როგორებიცაა პიროვნული განვითარება, აუდიტორიასთან მუშაობა, სტრესის მართვა და გუნდური მუშაობის უნარების გაუმჯობესება.
დახურვის ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, აფხაზეთის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრი ალიონა ჩხოტუა და მინისტრის მოადგილე ელენე არდაზიშვილი დაესწრნენ.
აფხაზეთთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა პროექტის მონაწილეებს სერთიფიკატები გადასცეს.






