აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი გიორგი ძაძამია სამცხე ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებული აფხაზური ცენტრის „მესხი ახალგაზრდები ერთობისთვის“ 2025 წლის შემაჯამებელ ღონისძიებას დაესწრო.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო აფხაზური ცენტრის მიერ ჩატარებული ღონისძიებების კრებული, რომლებიც ემსახურება ქართულ-აფხაზური ურთიერთობის აღდგენისა და შერიგების საკითხში ახალგაზრდების ჩართულობის იდეას.
ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს და აფხაზური ცენტრის მნიშვნელობაზე ისაუბრეს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა - მეუფე თეოდორემ, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ გიორგი ჯინჭარაძემ, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრმა გიორგი ძაძამიამ, საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა.
აფხაზეთის განათლებისა დაკულტურის მინისტრმა აფხაზურ ცენტრს სამინისტროს მიერ 2025 წლის მანძილზე გამოცემული წიგნები გადასცა.
ღონისძიების დასასრულს წარმოდგენილი იყო ალექსანდრე შერვაშიძის მოღვაწეობისა თეატრალური წარმოდგენა, სადაც გამოყენებული იყო აფხაზი არისტოკრატის ესკიზების მიხედვით შექმნილი კოსტუმები. თეატრალური წარმოდგენა აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მიერ გამოცემული წიგნის „ალექსანდრე შერვაშიძე“-ს მიხედვით დაიდგა.









