2026-02-05 |
იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტრო
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრი ალიონა ჩხოტუა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ ეროვნული არქივის გენერალურ დირექტორს, თეონა იაშვილს სამუშაო ფორმატში შეხვდა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრი ალიონა ჩხოტუა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ ეროვნული არქივის გენერალურ დირექტორს, თეონა იაშვილს სამუშაო ფორმატში შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა უწყებებს შორის თანამშრომლობის გაძლიერების პერსპექტივები, არქივების თანამედროვე მართვის მიდგომები და ისტორიული მემკვიდრეობის დაცვასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს. შეხვედრაზე ერთობლივი ინიციატივების განხორციელების შესაძლებლობაზეც ისაუბრეს.
საქართველოს ეროვნულ არქივში შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის მოადგილე, ელენე არდაზიშვილი და საქვეუწყებო დაწესებულება არქივის სამმართველოს ხელმძღვანელი, სოფო ადეიშვილი ესწრებოდნენ.






