აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრ გიორგი ძაძამიასთან ერთად სოხუმის დრამატული თეატრის დარბაზში გიორგი მაზნიაშვილის ცხოვრებისადმი მიძღვნილ თეატრალურ წარმოდგენას დაესწრო.
თეატრალიზირებულ წარმოდგენაზე გაცოცხლებული იყო საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი მაზნიაშვილის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ეპიზოდები. პროექტი მიზნად ისახავს ახალგაზრდებში საქართველოს ეროვნული გმირების შესახებ ცნობიერების ამაღლებას.
ღონისძიებას საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.









