აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი გიორგი ძაძამია აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში გამართულ საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის საკითხთა კომიტეტის სხდომას დაესწრო.
სხდომას საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნუგზარ მგალობლიშვილი უძღვებოდა.
სხდომაზე აფხაზეთის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე, განათლებისა და კულტურის სფეროში არსებული გამოწვევები და შესაძლებლობები განიხილეს, ისაუბრეს მათი გადაჭრის გზებზე და სამომავლოდ განსახორციელებელ პროექტებზე.
კომიტეტის სხდომას აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილეები, აფხაზეთის მთავრობის აპარატის უფროსი გიორგი სუთიძე, უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსი ზურაბ მებონია, კომიტეტის აპარატის წევრები და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.





