2026-07-30 |
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
ბესიკ კუსიდი ბერი ანდრიას სახელობის საქველმოქმედო ფონდის 15 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საღამოს დაესწრო
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ბესიკ კუსიდი ბერი ანდრიას სახელობის საქველმოქმედო ფონდის 15 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საღამოს დაესწრო.
ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრი ალიონა ჩხოტუა. საიუბილეო საღამო „ბედნიერ სახლში“ გაიმართა და ფონდის 15-წლიან საქმიანობას მიეძღვნა.
ღონისძიების ფარგლებში ფონდის შვილობილების მონაწილეობით გაიმართა სპექტაკლი „ლურჯი ფრინველი“, რომელიც ბერი ანდრიას ჩანახატების მიხედვით დაიდგა.
საიუბილეო ღონისძიებას ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
ბერი ანდრიას სახელობის საქველმოქმედო ფონდი უკვე 15 წელია 18 წლამდე ასაკის სიმსივნით დაავადებულ ბავშვებსა და მათ ოჯახებს ეხმარება. ფონდის საქმიანობა მოიცავს მკურნალობისა და რეაბილიტაციის პროცესში საჭირო მხარდაჭერას, მათ შორის „ბედნიერ სახლში“ ბავშვებისა და მათი ოჯახის წევრების საცხოვრებლით უზრუნველყოფას.




