გიორგი ძაძამია მშვიდობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი გიორგი ძაძამია მშვიდობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.

,,ახალგაზრდები მშვიდობისათვის" შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში, ყოველწლიური კონკურსის ,,მშვიდობის ჯილდო ახალგაზრდებისთვის" გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ.

დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ხათუნა თოთლაძემ, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, თამარ მახარაშვილმა და გაერო-ს მუდმივმა კოორდინატორმა საქართველოში დიდიე ტღებიუკიმ მიმართეს.

ღონისძიებას საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წევრები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები, აგრეთვე სამოქალაქო საზოგადოებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები და ახალგაზრდები ესწრებოდბენ.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა „მშვიდობის ჯილდო ახალგაზრდებისთვის“ 2021 წელს დააწესა. ჯილდო ყოველწლიურად გადაეცემათ ახალგაზრდებს, რომლებსაც, საქართველოს მთავრობის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკის მიზნებისა და ამოცანების გათვალისწინებით, საკუთარი საქმიანობითა და აქტივობით განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ მშვიდობის მშენებლობის და ომით გაყოფილ საზოგადოების წევრებს შორის შერიგებისა და ნდობის აღდგენის, ასევე კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობაზე ზრუნვის პროცესში.