იუსტიციის სამინისტროს მუშაკთა დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროს ეწვია.

 გიორგი ჯინჭარაძემ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრმა ალიონა ჩხოტუამ სამინისტროს თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცეს და გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადეს.
 
 პროფესიულ დღესთან დაკავშირებით, მთავრობის თავმჯდომარემ და მინისტრმა მრავალწლიანი კეთილსინდისიერი სამსახურისა და სამინისტროს საქმიანობაში შეტანილი წვლილისთვის მადლობის სიგელებითა და სიმბოლური საჩუქრებით ორი თანამშრომელი დააჯილდოვეს:
 
• დარეჯან გაბესკირია - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის არქივის სამმართველოს უფროსი სპეციალისტი.
• ნინო ციხელაშვილი - სამინისტროს სამშვიდობო და სამოქალაქო ინტეგრაციის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.
 
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის უფროსი გიორგი სუთიძეც ესწრებოდა. დაჯილდოების ცერემონია სამინისტროს საკონფერენციო დარბაზში გაიმართა.