20 -21 ივლისს, აფხაზეთის მთავრობის მიერ ორგანიზებული სამედიცინო აქციის ფარგლებში ქ. ზუგდიდში, სოფელ დარჩელსა და ფოცხო-ეწერში ჩასახლებულმა 1500 -ზე მეტმა დევნილმა უფასო სამედიცინო დიაგნოსტიკური გამოკვლევა გაიარა. სამედიცინო გასინჯვები ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსულ მოსახლეობასაც ჩაუტარდა.
გამოკვლევებს აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ბარამია და აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრი ლექსო ლაგვილავა დაესწრნენ.
დევნილებს ფარმაცევტული კომპანია ,,ავერსის“ მიერ მიწოდებული მედიკამენტები გადაეცათ. აქციის ფარგლებში იძულებით გადაადგილებულმა პირებმა