აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ, გიორგი ბარამიამ წალენჯიხის რაიონის სოფელ ფოცხოეწერში ჩასახლებული დევნილები მოინახულა. მათ შორის ის აფხაზეთიდან დევნილებიც, რომლებიც თბილისიდან მუდმივ საცხოვრებლად ფოცხოეწერში ჩაასახლეს. გიორგი ბარამია დევნილთა საცხოვრებელ პირობებს გაეცნო და მათი პრობლემებიც მოისმინა. პარალელურ რეჟიმში აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროს ორგანიზებით, უფასო პროფილაქტიკური სამედიცინო გამოკვლევები მიმდინარეობდა. დევნილებს მედიკამენტები და ჰუმანიტარული დახმარება გადაეცათ. აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთნ საუბრისას განაცხადა, რომ მისთვის მთავარია ამ ადამიანების სოცილაური პირობების გაუმჯობესება და პრობლემების სწრაფად მოგვარება. ფოცხოეწერში აფხაზეთიდან დევნილი 80-მდე ოჯახი ცხოვრობს, მათ შორის 14 ოჯახი რამდენიმე კვირის წინ ჩასახლდა. გიორგი ბარამია ხვალ ჩხორწოყუსა და მარტვილის რაიონს ეწვევა, სადაც დევნილებთან გამართავს შეხვედრას. დევნილებს ასევე უფასო სამედიცინო პროფილაქტიკური გასინჯვები ჩაუტარდებათ.