საქველმოქმედო აქცია დევნილი ბავშვებისთვის

აფხაზეთის მთავრობის ინიციატივითა და  კინოთეატრ ,,რუსთაველის" მხარდაჭერით აფხაზეთიდან დევნილი 25 ბავშვი დღეს მხატვრული ფილმის ,,სუპერ 8'' კინოჩვენებას უფასოდ დაესწრო.

,,აფხაზეთის მთავრობის ინიციატივითა და კინოთეატრ ,,რუსთაველის" მხარდაჭერით საქველმოქმედო აქცია მოეწყო, რომლითაც დევნილ ბავშვებს კიდევ ერთი დღე გავუმრავალფეროვნეთ. დიდ მადლობას ვუხდით კინოთეატრ ,,რუსთაველის" ადმინისტრაციას თანადგომისთვის და ვიმედოვნებთ, რომ მსგავსი სახის თანმშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება'',- განაცხადა აფხაზეთის მთავრობის მასმედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ნინო კვარაცხელიამ.

აფხაზეთიდან დევნილი ბავშვები ესპანეთში გაემგზავრნენ

აფხაზეთის მთავრობის ინიციატივითა და ინტეგრაციისა და სოლიდარობის ფონდის ,,ფინსოლის'' მხარდაჭერით აფხაზეთიდან დევნილი ბავშვები დასასვენებლად ესპანეთში გაემგზავრნენ.
აფხაზეთიდან დევნილი, სოციალურად დაუცველი 9-დან 13 წლამდე ასაკის მოზარდები ესპანეთში 31 აგვისტომდე დარჩებიან. ბავშვები ესპანურ ოჯახებში იცხოვრებენ.

დევნილი მოზარდების მგზავრობისა და იქ ცხოვრების ხარჯებს აფხაზეთის მთავრობა და ,,ფინსოლი'' უზრუნველყოფს.

ბავშვები ესპანეთში აფხაზეთის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარემ გიორგი ბობოხიძემ გააცილა.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი 7 ივნისს გაიმართება

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგი, მე-16 რაუნდი 7 ივნისს გაიმართება. შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს დელეგაცია შვეიცარიაში უკვე გაემგზავრა. ქართულ დელეგაციას ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია ხელმძღვანელობს.

ჟენევის მოლაპარაკებებში მონაწილეობას აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ბარამია მიიღებს.

ქართული მხარე შეხვედრაზე რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს დააყენებს, მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების ამოქმედების, დევნილთა ღირსეული დაბრუნებისა და ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებს.

სამხატვრო აკადემიის საგამოფენო დარბაზში დევნილი ბავშვების ნახატების გამოფენა-კონკურსი გაიმართა

აფხაზეთის მთავრობის ინიციატივითა და ნატოს შესახებ საინფორმაციო ცენტრის მხარდაჭერით, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის საგამოფენო დარბაზში გაიმართა ნახატების გამოფენა-კონკურსი თემაზე - ,,ნატო-მშვიდობის გარანტი‘'.

გამოფენა-კონკურსზე წარმოდგენილი იყო ოკუპირებული გალის რაიონისა და დანარჩენი საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი აფხაზეთის საჯარო სკოლების VI-IX  კლასის მოსწავლეების ნამუშევრები. სულ 80 ნახატი გამოიფინა.

საუკეთესო ნახატები თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის რექტორის გია ბუღაძის, ამავე აკადემიის პროფესორის გია გუგუშვილისა და ,, აფხაზ და ქართველ ახალგაზრდა ხელოვანთა კავშირის'' თავმჯდომარის დავით ბაძაღუასგან შემდგარმა სპეციალურმა კომისიამ გამოავლინა.

კონკურსში გამარჯვებული პირველი სამი ადგილის მფლობელი ნატოს შესახებ საინფორმაციო ცენტრის მიერ სპეციალური პრიზით დაჯილდოვდა. კონკურსის ყველა მონაწილეს აფხაზეთის მთავრობამ სიგელები გადასცა.

,,ჩვენი ასეთი ინიციატივით ახალგაზრდობას კარგი  შესაძლებლობა ეძლევა, რომ თავისი ხედვა გამოხატოს ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის როლის შესახებ.  მეორეს მხრივ, ეს გამოფენა ადასტურებს იმ ფაქტს, თუ რაოდენ დიდ ინტერესს იწვევს ნატო-ს თემატიკა აფხაზეთიდან დევნილ, მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოზარდებში", - განაცხადა აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ გიორგი ბარამიამ.

აფხაზეთიდან დევნილ ბავშვებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთის მთავრობის ინიციატივითა და  გ. ჟვანიას სახელობის  ახალი პედიატრიული კლინიკის ორგანიზებით  აფხაზეთიდან დევნილ 200- მდე ბავშვს უფასო სამედიცინო - პროფილაქტიკური გამოკვლევა ჩაუტარდა.

პროფილაქტიკური გასინჯვები გ. ჟვანიას სახელობის ახალი პედიატრიული კლინიკის ექიმ-სპეციალისტებმა ჩაატარეს.

ღონისძიებას აფხაზეთის მთავრობის თავჯდომარე გიორგი ბარამია და აფხაზეთის შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი ლექსო ლაგვილავა დაესწრნენ. 

,, ჩვენთვის მნიშვნელოვანია პატარებზე ზრუნვა, რადგანაც ჯანმრთელი მომავალი თაობა არის ჩვენი ქვეყნის სიძლიერე", - განცხადა გიორგი ბარამიამ.

პროფილაქტიკური გასინჯვების დასრულების შემდეგ ბავშვებს საჩუქრად გადაეცათ ტკბილეული, ბავშვთა კვების პროდუქტები, პირადი ჰიგიენის ნივთები და სათამაშოები. საჩუქრები უზრუნველყვეს სამინისტროს  პარტნიორმა კომპანიებმა : ,,ჯისი'', ,,ჰუმანა ჯორჯია'', ,,ჯეოსტარი-მოლფიქსი'', ,, ალიანსი (ჯონსონ ბეიბი)'', ,,მეგაკო'',  ,,ფი-ეს-სი'',  ,,ბარამბო'',  ,,ჯიმარტი".

აფხაზეთიდან დევნილი ბავშვები ,,ბომბორას’’ პარკს სტუმრობდნენ

ბავშვთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთის მთავრობამ აფხაზეთიდან დევნილ ბავშვებს მთაწმინდის პარკში უმასპინძლა.

ბავშვებმა მთაწმინდის პარკი დაათვალიერეს. მათ მთელი დღის განმავლობაში პარკის სხვადასხვა ატრაქციონზე უფასოდ გართობის საშუალება მიეცათ.

ღონისძიება აფხაზეთის მთავრობის ინიციატივითა და მთაწმინდის პარკის  ადმინისტრაციის მხარდაჭერით გაიმართა. მასში 40-მდე აფხაზეთიდან დევნილმა ბავშვმა მიიღო მონაწილეობა.

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის ოფიციალური ვიზიტი უკრაინაში დასრულდა

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის გიორგი ბარამიას ოფიციალური ვიზიტი უკრაინაში დასრულდა. მთავრობის თავმჯდომარემ შემაჯამებელი შეხვედრა მსოფლიო პოლიტიკის ინსტიტუტში  გამართა, სადაც მოაწყო პრეზენტაცია თემაზე - ,,ოკუპირებული აფხაზეთი, საქართველო:  წარსული და არსებული მდგომარეობა''. შეხვედრას უკრაინელი და რუსი ჟურნალისტები ესწრებოდნენ.

,,საკმაოდ მწირი იყო ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ხდება ოკუპირებულ აფხაზეთში. ჩვენ მაქსიმალურად შევეცადეთ ამ პრეზენტაციით მათთვის რეალური ინფორმაცია მიგვეწოდებინა. ვისაუბრეთ საოკუპაციო რეჟიმის მიერ შექმნილ რთულ ვითარებაზე და ასევე გავაცანით აფხაზეთის მთავრობის საქმიანობის  პრიორიტეტები და შედეგები,"- განაცხადა გიორგი ბარამიამ.

ვიზიტის ფარგლებში აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ შეხვედრები გამართა უკრაინის რადას წარმომადგენლებთან, მათ შორის უმაღლესი რადას აპარატის მთავარი იურიდიული სამმართველოს ხელმძღვანელთან მიხაილ ტეპლიუკთან და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილე ტარას ჩერნოვილთან.   

გიორგი ბარამია უკრაინაში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობასა და ქართველ სტუდენტებსაც შეხვდა, სადაც  მთავრობის თავმჯდომარემ აფხაზეთში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა და მათ ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ საქართველოს ხელისუფლების ხედვა გააცნო.

გიორგი ბარამია ჟურნალ ,,საქართველოს" 5  წლის იუბილისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას დაესწრო და უკრაინის ქართულ საკვირაო სკოლას ესტუმრა.

უკრაინის ქართველთა ასოციაცია  ,,იბერიელთან" არსებულმა საზოგადოებრივმა საბჭომ, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარეს  წმინდა გიორგის ორდენი გადასცა. 

აფხაზეთის მთავრობის  დელეგაციის შემადგენლობაში  აფხაზეთის ეკონომიკის მინისტრი ნოდარ ჩხარტიშვილი და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მთავარი მრჩეველი ვახტანგ თორდია შედიოდნენ.

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში იმყოფება

აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ბარამია ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში იმყოფება.
ვიზიტის ფარგლებში  მთავრობის თავმჯდომარე  შეხვედრებს გამართავს უკრაინის პოლიტიკურ წრეებთან და უკრაინის რადას წარმომადგენლებთან, მათ შორის უმაღლესი რადას აპარატის მთავარი იურიდიული სამმართველოს ხელმძღვანელთან მიხაილ ტეპლიუკთან.
გიორგი ბარამია ასევე შეხვდება უკრაინაში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს, ესტუმრება უკრაინის ქართულ საკვირაო სკოლას და კულტურულ საგანმანათლებლო ცენტრ ,,იბერიელის" მიერ ორგანიზებულ კონცერტს დაესწრება.

23 მაისს დაგეგმილია აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარისა და უმაღლესი რადას საგარეო ურთერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილის ტარას ჩერნოვილის  შეხვედრა. გიორგი ბარამია მიწვეულია მსოფლიო პოლიტიკის ინსტიტუტში,  სადაც  პრეზენტაციას გამართავს თემაზე - ,,ოკუპირებული აფხაზეთი, საქართველო:  წარსული და არსებული მდგომარეობა".  ღონისძიებას უკრაინაში მოქმედი წამყვანი მედიის   წარმომადგენლები  დაესწრებიან. პრეზენტაცია კითხვა-პასუხის რეჟიმში დასრულდება.

აფხაზეთის  მთავრობის  დელეგაციის  წევრები არიან აფხაზეთის ეკონომიკის მინისტრი ნოდარ ჩხარტიშვილი და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მთავარი მრჩეველი, უზენაესი სასამართლოს წევრი ვახტანგ თორდია.