აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

სიახლეები

კოტე ბასარიამ 1924 წლის აჯანყების დროს რეპრესირებულთა მემორიალი გვირგვინით შეამკო

საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის უფროსმა კოტე ბასარიამ თანამშრომლებთან ერთად 1924 წლის აჯანყების დროს რეპრესირებულთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.
1921 წლის თებერვალში კოჯრისა და ტაბახმელას მიდამოებში საბჭოთა საოკუპაციო ძალებთან საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლაში ქართველი იუნკერების დიდი ნაწილი გმირულად დაიღუპა.

აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახურის თანამშრომლებმა, აფხაზეთის ა/ რ განათლებისა და კულტურის სამინისტროში შიდა აუდიტორებისთვის გამართულ პრაქტიკულ ტრენინგში მონაწილეობა მიიღეს.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტის ,,ჰარმონიზაციის ცენტრის“ ინიციატივით, მიმდინარე წლის 24-25 თებერვალს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში შიდა აუდიტორებისთვის პრაქტიკული ტრენინგი გაიმართა.

სამუშაო შეხვედრა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების შიდა აუდიტორებისთვის, სისტემურ აუდიტთან დაკავშირებით შედგა. ტრენინგის ფარგლებში, შიდა აუდიტორები ახალ ტექნიკებსა და მიდგომებს დაეუფლენ. ტრენინგის მონაწილეებს ჰქონდათ შესაძლებლობა, რომ სისტემური აუდიტორული შემოწმების დამოუკიდებლად ჩატარების საერთაშორისო და ადგილობრივ პრაქტიკას გასცნობოდნენ.

ტრენინგს უძღვებოდნენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე ირმა გელანტია, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე თამარ კალანდია და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა აუდიტორი პაატა ხინთიბიძე.

ტრენინგის დასასრულს, პრაქტიკული ტრენინგის მონაწილეებს გადაეცათ ჰარმონიზაციის ცენტრის მიერ შემუშავებული სისტემური აუდიტის სახელმძღვანელო, რაც სამომავლოდ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების შიდა აუდიტის თანამშრომლებს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად სისტემური აუდიტის საქმიანობას გაუმარტივებს.

წარმომადგენლობა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოციალური სამსახურის თანამშრომლებს შეხვდა

იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ბესიკ ჭანტურია, დევნილებთან ურთიერთობის, სოციალურ საკითხთა და რეგიონული მართვის სამსახურის უფროსი გიორგი ლეკვეიშვილი და წარმომადგენლობის უფროსი სპეციალისტი თეიმურაზ წულაია ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოციალური სამსახურის უფროსს თამარ ფირცხალაიშვილს და უფროს სპეციალისტს (დევნილების მიმართულებით)  ნათია ორაგველიძეს შეხვდენენ. წარმომადგენლობამ მათ გააცნო აფხაზეთის ავტონომური რესპუბლიკის 2020 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური, ჯანმრთელობის, მცირე რემონტების, განათლებისა და სხვა პროგრამები. ასევე, მათგან მიიღეს ინფორმაციები ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის პროგრამების შესახებ და ამ პროგრამებში დევნილთა ჩართულობასა და დაფინანსების კრიტერიუმებზე.

 

წარმომადგენლობა სამუსაო ვიზიტით აჭარის რეგიონში იმყოფებოდა

იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ბესიკ ჭანტურია, დევნილებთან ურთიერთობის, სოციალურ საკითხთა და რეგიონული მართვის სამსახურის უფროსი გიორგი ლეკვეიშვილი და წარმომადგენლობის თანამშრომლები თეიმურაზ წულაია, ლაშა გადილია და ნანა ჭანტურია აჭარაში, დევნილთა კომპაქტურად ჩასახლებულ ობიექტებში ("ბენზეს" დასახლება, ხახულის ქუჩაზე მდებარე ტექსკოლა) მცხოვრებ დევნილებს შეხვდნენ.  

წარმომადგენლობის მიერ დევნილებს მიეწოდათ ინფორმაციები აფხაზეთის ა/რ  მთავრობის, აფხაზეთის  ა/რ ჯანმრთლობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, უშუალოდ წარმომადგენლობისა და ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტებით გათვალისწინებული სოციალური, მცირე სარემონტო  და სხვა პროგრამების შესახებ.  შეხვედრაზე    ხახულის ქუჩისა და "ბენზეს" დასახლებაში მცხოვრებმა დევნილებმა ორი პრობლემა წამოჭრეს. კერძოდ, ხახულის ქუჩაზე შენობის სარდაფი სადრენაჟე სისტემის არარსებობის გამო წყლითაა სავსე. მიუხედავად წარმომადგენლობის ჩართულობით ერთხელ წყლის ამოტუმბვისა, სარდაფი წვიმის წყლებით კვლავ ივსება. ასევე, "ბენზეს" დასახლებაში 22-ე კორპუსის სარდაფი წყლითაა სავსე, თუმცა ამ შემთხვევაში, გაურკვეველია წყლი წარმოქმნის მიზეზი. სავარაუდოდ, გამოწვეული უნდა იყოს მოსახლეობის წყალსაკანალიზაციო სისტემიდან გაჟონილი წყლებით. ასევე, ორივე დასახლებაში დგას რამდენიმე ბინის დაკანონების პრობლემა. ბ. ჭანტურიამ მოსახლეობას განუცხადა, რომ აღნიშნულ პრობლემებს დააყენებს ადგილობრივი და ზემდგომი სტრუქურების წინაშე და აქტიურად ჩაერთვება მათი მოგვარების საქმეში.

წარმომადგენლობის თანამშრომლებმა, აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თხოვნით ობიექტებზე, თვალსაჩინო ადგილზე გამოაკრეს საინფორმაციო ფურცლები, სადაც  მითითებულია  აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს  საკონტაქტო ინფორმაცია (ოფიციალური  ფეისბუქ გვერდი და ცხელი ხაზი) და ასევე დევნილი მოსახლეობის კანონიერი უფლებების დაცვისა და მზაობა მათ წინაშე წამოჭრილი საკითხების გადაწყვეტის საქმეში  დახმარების გასაწევად.

შეხვედრაზე, ამავდროულად, მოისმინეს დევნილი მოსახლეობის სხვა პრობლემების შესახებაც  და  დაისახა გზები მათი მოგვარებისათვის.

რუსლან აბაშიძემ იუნკერების მემორიალი გვირგვინით შეამკო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებთან ერთად საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში გმირულად დაღუპული იუნკერების მემორიალი გვირგვინით შეამკო და მათ ხსოვნას პატივი მიაგო. 

„დღეს პატივს მივაგებთ იმ გმირებს, რომლებმაც თავი შესწირეს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას და ებრძოდნენ ოკუპაციას. სამწუხაროა, რომ ეს პროცესი დღესაც გრძელდება და კვლავ ქვეყნის მთავარ გამოწვევად რჩება. ამ პროცესს ჩვენ უნდა დავუპირისპიროთ ყველა ის მექანიზმი, რომელიც გათვალისწინებულია სამშვიდობო პოლიტიკით,“- განაცხადა რუსლან აბაშიძემ.

25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღეა. 1921 წლის თებერვალში კოჯრისა და ტაბახმელის მიდამოებში საბჭოთა საოკუპაციო ძალებთან საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლაში ქართველი იუნკერების დიდი ნაწილი გმირულად დაიღუპა.

როლანდ ნიჟარაძემ აფხაზეთის ა/რ მთავრობის წევრებთან ერთად საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში გმირულად დაღუპული იუნკერების ხსოვნას პატივი მიაგო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა როლანდ ნიჟარაძემ და აფხაზეთის ა/რ მთავრობის სხვა წევრებმა კოჯორში საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში გმირულად დაღუპული იუნკერების მემორიალი გვირგვინით შეამკეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.

1921 წლის 25 თებერვალს საბჭოთა რუსეთის მე-11 არმია თბილისში შემოიჭრა, საქართველოს დედაქალი დაიკავა და საბჭოთა ხელისუფლება გამოაცხადა. ქვეყანამ სუვერენიტეტი დაკარგა.

აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ოკუპაცია იმ დღეების გაგრძელებაა, საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნისთვის პატივის მიგება კი ტერიტორიების წართმევისადმი შეურიგებლობა.

კოტე ბასარია ზუგდიდში ყოფილი რაიონული საავადმყოფოს შენობაში ჩასახლებულ დევნილებს შეხვდა

კოტე ბასარია ზუგდიდში ყოფილი რაიონული საავადმყოფოს შენობაში ჩასახლებულ დევნილებს შეხვდა

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი კოტე ბასარია ქალაქ ზუგდიდში, ყოფილი რაიონული საავადმყოფოს შენობაში (კოსტავას № 30) ჩასახლებულ აფხაზეთიდან დევნილებს შეხვდა.
წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ადგილზე გაეცნო დევნილთა პრობლემებს და კომპეტენციის ფარგლებში მათ მოგვარებას დაჰპირდა.
შეხვედრაში სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის თანამშრომლები მონაწილეობდნენ.

 

ფოტოიდენტურობის დადასტურებისა და მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დამდგენი კომისიის სხდომა

 

2020 წლის 25 თებერვალს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ (დევნილის სტატუსის მაძიებელი) პირთა ფოტოიდენტურობის დადასტურებისა და მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დამდგენი კომისიის სხდომა გაიმართა.

რუსლან აბაშიძე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს შეხვდა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს ლევან კობიაშვილს შეხვდა.
 
შეხვედრაზე აფხაზეთიდან დევნილი მოზარდებისთვის სპორტის ხელმისაწვდომობის, ბავშვთა ფეხბურთის განვითარებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების საკითხებზე ისაუბრეს. აღინიშნა, რომ ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია საფეხბურთო ინფრასტრუქტურის განვითარება და სათანადო მატერიალური ბაზის შექმნა.
 
ასევე, გამოითქვა ქალთა ფეხბურთის პროფესიონალურ დონეზე განვითარების ინიციატივა და ფეხბურთის პოპულარიზაციის ხელშეწყობა აფხაზეთიდან დევნილ ქალბატონებში.
 
შეხვედრაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი შეთანხმდნენ სამომავლო ურთიერთთანამშრომლობაზე, რომელშიც აქტიურად იქნება ჩართული სსიპ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტო.
 
შეხვედრა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში გაიმართა და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ხელმძღვანელი ლიკა კვარაცხელია ესწრებოდა.
ქ. ქუთაისში, შერვაშიძის #53 - ში მდებარე დევნილთა ჩასახლების ობიექტში სარემონტო სამუშაები ჩატარდა

ქ.ქუთაისში, შერვაშიძის #53-ში მდებარე დევნილთა ჩასახლების ობიექტში  „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში მცირეფასიანი და გადაუდებელი სარემონტო სახის სამუშაოების განმსაზღვრელ კომისიამ“  სარემონტო სამუშაოები დაასრულა.

 

წარმომადგენლობის „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში მცირეფასიანი და გადაუდებელი სარემონტო სახის სამუშაოების განმსაზღვრელმა კომისიამ“ მცირე და გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების პროგრამის ფარგლებში,  ქ.ქუთაისში, შერვაშიძის #53-ში არსებული დევნილთა საცხოვრებელი ობიექტის  ამხანაგობის თავმჯდომარის მომართვის საფუძველზე  სარემონტო სამუშაოები ჩაატარა.  კომისიის თავმჯდომარის გიორგი ლეკვეიშვილისა და კომისიის წევრების მიერ პრობლემის ადგილზე დათვალიერების,  შესწავლისა და და შესაბამისი ფინანსური დოკუმენტების მოზადების შემდეგ, დაახლოებით 600 (ექვსას) ლარამდე ღირებულების სამუშაოები შესრულდა. კერძოდ, მოხდა შენობის მეორე სადარბაზოს მე-14, მე-15 და მე-16 სართულებზე წყალმიმღები მილების და წყალშემკრები ძაბრების მონტაჟი. ასევე, გადაიხურა და გამაგრდა ("დაშურუპდა") დაზიანებული სახურავის პარაპეტებზე არსებული თუნუქის სახურავი (შეიცვალა ერთი ცალი ახალი ფურცელი) 20 გრძივ მეტრამდე. შენობის პირველ სადარბაზოსთან დამონტაჟებულ წყალშემკრებ თუნუქის მილზე დამონტაჟდა თუნუქის მუხლი. სამუშაები დასრულებულია და  მიმდინარე წლის 21 თებერვალს ჩაბარდა.

იხ. ფოტომასალა

 

წარმომადგენლობამ აფხაზეთიდან დევნილ ვალერი დოლბაიას ინვალიდის ეტლი გადასცა

2020 წლის 23 თებერვალს წარმომადგენლობის თანამშრომლებმა თეიმურაზ წულაიამ და ირინე წიფიანმა, აფხაზეთიდან დევნილ მოქალაქეს, ქუთაისი, დადიანის ქ. #10-ში მცხოვრებ, პირველი ჯგუფის ინვალიდ ვალერი დოლბაიას  ინვალიდის ეტლი გადასცეს. ვალერი დოლბაიამ 2019 წლის სექტემბრის თვეში მომართა წარმომადგენლობას აღეძრა შუამდგომლობა აფხაზეთის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წინაშე ინვალიდის ეტლის დასამზადებლად. წარმომადგენლობის  ჩართულობით, (კანონით დადგენილი წესით ზომების აღება, შესაბამისი დოკუმენტების მომზადება), წერილობითი შუამდგომლობისა და   აფხაზეთის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაფინანსებით უზრუნველყოფილი იქნა ეტლის ადგილზე მიწოდება და საექსპლუატაციო მდგომარეობაში მოყვანა.

რუსლან აბაშიძემ კოჯორში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებთან ერთად საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში გმირულად დაღუპული იუნკერების მემორიალი გვირგვინით შეამკო და პატივი მიაგო მათ ხსოვნას

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა როლანდ ნიჟარაძემ, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა გურამ მისაბიშვილმა და აფხაზეთის ა/რ მთავრობის სხვა წევრებმა კოჯორში საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში გმირულად დაღუპული იუნკერების მემორიალი გვირგვინით შეამკეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.

1921 წლის 25 თებერვალს საბჭოთა რუსეთის მე-11 არმია თბილისში შემოიჭრა, საქართველოს დედაქალი დაიკავა და საბჭოთა ხელისუფლება გამოაცხადა. ქვეყანამ სუვერენიტეტი დაკარგა.

 

აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ოკუპაცია იმ დღეების გაგრძელებაა, საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნისთვის პატივის მიგება კი ტერიტორიების წართმევისადმი შეურიგებლობა.

 

 

წარმომადგენლობა ქუთაისში, შერვაშიძის #53 - ში    მცხოვრებ დევნილებს შეხვდა

იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის დევნილებთან ურთიერთობის, სოციალურ საკითხთა და რეგიონული მართვის სამსახურის უფროსი გიორგი ლეკვეიშვილი და წარმომადგენლობის თანამშრომლები თეიმურაზ წულაია და რომან ყოლბაია  შერვაშიძის #53 - ში    მცხოვრებ დევნილებს შეხვდნენ.

წარმომადგენლობის მიერ დევნილებს მიეწოდათ ინფორმაციები აფხაზეთის ა/რ  მთავრობის, აფხაზეთის  ა/რ ჯანმრთლობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, უშუალოდ წარმომადგენლობისა და ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტებით გათვალისწინებული სოციალური, მცირე სარემონტო  და სხვა პროგრამების შესახებ. (აღსანიშნავია, რომ "აფხაზეთის ა/რ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში მცირეფასიანი და გადაუდებელი სარემონტო სახის სამუშაოების ჩატარების პროგრამის" ფარგლებში აღნიშნულ ობიექტზე წარმომადგენლობამ ჩაატარა დაახლოებით 600 ლარის ღირებულების სარემონტო სამუშაოები).  წარმომადგენლობის თანამშრომლებმა, აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თხოვნით ობიექტებზე, თვალსაჩინო ადგილზე გამოაკრეს საინფორმაციო ფურცლები, სადაც  მითითებულია  აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს  საკონტაქტო ინფორმაცია (ოფიციალური  ფეისბუქ გვერდი და ცხელი ხაზი) და ასევე დევნილი მოსახლეობის კანონიერი უფლებების დაცვისა და მზაობა მათ წინაშე წამოჭრილი საკითხების გადაწყვეტის საქმეში  დახმარების გასაწევად.

შეხვედრაზე, ამავდროულად, მოისმინეს დევნილი მოსახლეობის სხვა პრობლემების შესახებაც  და  დაისახა გზები მათი მოგვარებისათვის.

აფხაზეთის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის ეტლების გადასცემასთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს,  საერთაშორისო ორგანიზაციამ ,,საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის’’  მემორანდუმის ფარგლებში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე  პირთათვის ეტლები გადასცეს.

აღნიშნულ შეხვედრას აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ბატონი დავით ძალამიძე დაესწრო.

ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით და წარმომადგენლობის ხელშეწყობით ეტლები გადაეცემათ ბენეფიციარებს.

 

ქ. გარდაბანის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილესთან, ბატონ რევაზ ეგაძესთან შეხვედრა გაიმართა.

        წარმომადგენლობის რეგიონალური მართვის სამსახურის, კახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონული განყოფილების უფროსი, თანამშრომლებთან ერთად, ქ. გარადბანის მუინიციპალიტეტის მერის მოადგილეს ბატონ რევაზ ეგაძეს შეხვდნენ. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა ქ. გარდაბანში მდებარე აფხაზეთიდან დევნილთა განსახლების ადგილებში მცხოვრებ დევნილთათვის  ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მუნიციპალიტეტში  აღრიცხვის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით.

ასევე შეხვედრის ფორმატის ფარგლებში განხილულ იქნნა, ამხანაგობების ჩართულობა სხვა და სხვა სახის ინფრასტრუქტურული პროექტების განხორცილებესთან დაკავშირებით,  ქ. გარდაბანის მუნიციპალიტეტის პროგრამების შესაბამისად.