აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

სიახლეები

აფხაზეთიდან დევნილ ღვაწლმოსილ პედაგოგს დედის დღე მიულოცეს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა მანანა ქვაჩახიამ აფხაზეთიდან დევნილ პედაგოგ თინა ოდიშარიას დედის დღე მიულოცეს და ნაყოფიერი პედაგოგიური მოღვაწეობისა და ახალგაზრდობის აღზრდის საქმეში გაწეული უანგარო შრომისათვის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სიგელი გადასცეს.

თინა ოდიშარია 1919 წლის 20 მარტს ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხში დაიბადა. 1958 წელს ოჯახთან ერთად საცხოვრებლად ქალაქ სოხუმში გადავიდა. მუშაობდა სოხუმის №16 საშუალო სკოლის დაწყებითი კლასის მასწავლებლად. წლების განმავლობაში ემსახურებოდა საგანმანათლებლო სისტემას და იყო გამორჩეული, სანიმუშო პედაგოგი. 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს მისი შვილი ლორენ ოდიშარია სოხუმში დახვრიტეს.

2019 წლის 20 მარტს თინა ოდიშარიას 100 წელი შეუსრულდება.

აფხაზეთის კულტურისა და ხელოვნების ცენტრმა საღამო „მხოლოდ ქალები“ გამართა

აფხაზეთის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ორგანიზებით ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საღამო „მხოლოდ ქალები“ გაიმართა.

საღამოზე სხვადასხვა პროფესიის 10 წარმატებული ქალბატონი, მათ შორის კულტურის, ხელოვნებისა და სპორტის წარმომადგენლები, იურისტი, ჟურნალისტი, ექიმი, რეჟისორი და პედაგოგი, დააჯილდოვეს. დაჯილდოებულთა შორის იყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი მანანა ქვაჩახია.

საღამოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, დევნილი საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საქართველოს ეროვნული გმირის ჟიული შარტავას 75 წლის იუბილეს მარათონი მიეძღვნა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით, 2 მარტს კუს ტბაზე საქართველოს ეროვნული გმირის ჟიული შარტავას დაბადებიდან 75 წლის იუბილისადმი მიძღვნილი მარათონი გამართა.

მარათონში მონაწილეობდნენ აფხაზეთის სპორტული მომზადების ცენტრის დაქვემდებარებაში არსებული სპორტული კლუბების წარმომადგენლები, სპორტის სახებობების ფედერაციებისა და აფხაზეთის №2 და №3 საჯარო სკოლის მოსწავლეები, როგორც აფხაზეთიდან დევნილი, ასევე არადევნილი სპორტსმენები. 
მარათონში მონაწილეობდა 150-მდე მოხალისე. მათგან ბიჭებისა და გოგონების კატეგორიაში გამოვლინდა 3-3 გამარჯვებული, რომლებიც თასებით, მედლებითა და დიპლომებით დაჯილდოვდნენ.

ბიჭებს შორის ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა: გოგა ნაჭყებია - პირველი ადგილი (აფხაზეთის მე-3 საჯარო სკოლა); დათო ჟვანია - მეორე ადგილი (აფხაზეთის მე-2 საჯარო სკოლა); მიხეილ მებონია - მესამე ადგილი (საქართველოს ჭიდაობის ფედერაცია).

გოგონებს შორის კი გამარჯვებულები გახდნენ: ანა მაისურაძე - პირველი ადგილი (ფარიკაობა); ნუცა ქარქაშაძე - მეორე ადგილი (ლეილა მესხის ჩოგბურთის სკოლა); თეკლა ბიწაძე - მესამე ადგილი (ფარიკაობა).

მარათონში გამარჯვებულები გამოვლინდნენ ასევე უმცროსი ასაკის მონაწილეთა შორის: ბარბარე ბიჭაშვილი - 7 წლის (საქართველოს ჭიდაობის ფედერაცია); ილია ჯინჭარაძე - 8 წლის (აფხაზეთის სპორტული მომზადების ცენტრი).

საქველმოქმედო საღამო სათნოების სახლ „კათარზისში“ დედის დღეს მიეძღვნა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით სათნოების სახლ „კათარზისში“ აფხაზეთიდან დევნილი მარტოხელა და მზრუნველობას მოკლებული მოხუცებისათვის საქველმოქმედო საღამო - „შენ ჩვენ გვჭირდები“ გაიმართა. საღამოს მსვლელობისას „კათარზისელებმა“ და აფხაზეთის შემოქმედმა ახალგაზრდებმა კონცერტი მოაწყვეს. იმ დღეს მზრუნველობას მოკლებულ ადამიანებს სადილზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით უმასპინძლეს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ელგუჯა გვაზავამ, ილორის წმინდა გიორგის ტაძრის თბილისის მეტოქიონის წინამძღვარმა მამა ლევანმა და სხვა სტუმრებმა მზრუნველობას მოკლებულ ადამიანებს დედის დღე მიულოცეს და დიდხანს სიცოცხლე უსურვეს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების და კულტურის სამინისტროს სახელოვნებო განათლების განყოფილების თანამშრომლები და აფხაზეთის ახალგაზრდობის შემოქმედებითი კავშირის ,,ახალგაზრდობა, მშვიდობა და განვითარების“ წევრები ორი კვირის განმავლობაში კათარზისის ადმინისტრაციას ხანდაზმულ ადამიანებზე ზრუნვაში დაეხმარებიან. საღამოს უძღვებოდა სახელოვნებო განათლების განყოფილების სპეციალისტი ნონა ბერაია.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით ჟიული შარტავას 75 წლის იუბილესადმი მიძღვნილი სპორტული ღონისძიებები გაიმართა

ვაზისუბნის დასახლებაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებითა და ამერიკული ფეხბურთის ფედერაციის ხელშეწყობით საქართველოს ეროვნული გმირის ჟიული შარტავას 75 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ამხანაგური მატჩი გაიმართა.

ისანი-სამგორის სპორტული კომპლექსის რაგბის მოედანზე ერთმანეთს თბილისის „თბილისი“ და სოხუმის „მეომრები“ დაუპირისპირდნენ. შეხვედრა კლუბ „თბილისის“ მცირე უპირატესობით წარიმართა და საბოლოოდ მათი გამარჯვებით ანგარიშით 19-18 დასრულდა.

გამარჯვებული გუნდი თასითა და დიპლომით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა ვიტალი ბენდელიანმა და ამერიკული ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზაქარია ჯაჭვაძემ დააჯილდოვეს.

ასევე, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით კუს ტბაზე სამშვიდობო მარათონი  მოეწყო, რომელიც საქართველოს ეროვნული გმირის ჟიული შარტავას 75 წლის იუბილეს მიეძღვნა. გარბენში ადგილობრივებთან ერთად აფხაზეთიდან დევნილი სპორტსმენებიც მონაწილეობდნენ. გამარჯვებულები თასებით, მედლებითა და დიპლომებით დაჯილდოვდნენ.

აფხაზეთის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ორგანიზებით ღონისძიება „მხოლოდ ქალები“ გაიმართა

აფხაზეთის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ორგანიზებით ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება სახელწოდებით „მხოლოდ ქალები“ გაიმართა.

ღონისძიებაზე საკუთარ პროფესიულ საქმიანობაში წარმატებული 10 გამორჩეული ქალბატონის დაჯილდოება მოეწყო. დაჯილდოებულთა შორის იყვნენ კულტურის, ხელოვნებისა და სპორტის წარმომადგენლები, იურისტი, ჟურნალისტი, ექიმი, რეჟისორი და პედაგოგი.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი მანანა ქვაჩახია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები ესწრებოდნენ.

სათნოების სახლ „კათარზისში“ დედის დღისადმი მიძღვნილი საქველმოქმედო ღონისძიება გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის ლოცვა კურთხევით სათნოების სახლ „კათარზისში“ აფხაზეთიდან დევნილი მარტოხელა და მზრუნველობას მოკლებული მოხუცებისათვის საქველმოქმედო შემეცნებითი პროექტი „შენ ჩვენ გვჭირდები“ გაიმართა.

ღონისძიების პირველ დღეს „კათარზისელების“ და აფხაზეთის ახალგაზრდობის მხატვრული კოლექტივების მონაწილეობით სადღესასწაულო  კონცერტი გაიმართა. ასევე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით მოეწყო სადღესასწაულო სადილი.

მზრუნველობა მოკლებულ პირებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებებლი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა, ილორის წმინდა გიორგის ტაძრის თბილისის მეტოქიონის წინამძღვარი მამა ლევანი და სხვა მოწვეული სტუმრები მიესალმნენ, მათ დედის დღე მიულოცეს და მხნეობა და დიდხანს სიცოცხლე უსურვეს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების და კულტურის სამინისტროს სახელოვნებო განათლების განყოფილების თანამშრომლები და აფხაზეთის ახალგაზრდობის შემოქმედებითი კავშირის ,,ახალგაზრდობა, მშვიდობა და განვითარების“ წევრები ორი კვირის განმავლობაში კათარზისის ადმინისტრაციას ხანდაზმულ ადამიანებზე ზრუნვაში დაეხმარებიან.

ჟიული შარტავას იუბილისადმი მიძღვნილი მატჩი ამერიკულ ფეხბურთში

ჟიული შარტავას 75 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ამხანაგური მატჩი ამერიკულ ფეხბურთში კლუბ ,,თბილისის” გამარჯვებით დასრულდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურისა და ამერიკული ფეხბურთის ფედერაციის ხელშეწყობით, საქართველოს ეროვნული გმირის ჟიული შარტავას 75 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ამხანაგური მატჩი კლუბ ,,თბილისსა” და სოხუმის ,,მეომრებს” შორის გამართა.

ამხანაგური მატჩი ვაზისუბნის დასახლებაში, ისანი-სამგორის სპორტული კომპლექსის რაგბის მოედანზე ჩატარდა.

საკმაოდ დაძაბული შეხვედრა დასრულდა ანგარიშით 19-18 კლუბ ,,თბილისის” სასარგებლოდ.

გამარჯვებული გუნდი თასითა და დიპლომით დაჯილდოვა აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა ვიტალი ბენდელიანმა და ამერიკული ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზაქარია ჯაჭვაძემ.

ვახტანგ ყოლბაია საქართველოში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ჯასტინ მაკ-კენზი სმითს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია საქართველოში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ჯასტინ მაკ-კენზი სმითს შეხვდა.

მთავრობის თავმჯდომარემ ბრიტანელ დიპლომატს მადლობა გადაუხადა ბრიტანეთის ხელისუფლების მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის და მიაწოდა ინფორმაცია ოკუპირებულ აფხაზეთში დღეს არსებული მდგომარეობის შესახებ. ასევე, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა გალის რაიონში ქართულ ენაზე განათლების მიღების აკრძალვასა და მასთან დაკავშირებულ პრობლემებზე.

შეხვედრაზე განიხილეს გაერთიანებული სამეფოს საელჩოს ხელშეწყობით ერთობლივად უკვე განხორცილებული და სამომავლოდ გასახორციელებელი პროექტები, რომლებიც ხელს შეუწყობს ქართველებისა და აფხაზების ერთმანეთთან დაახლოების პროცესს.

თავის მხრივ გაერთიანებული სამეფოს ელჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მისი ქვეყნის ხელისუფლების მტკიცე და ურყევი მხარდაჭერა ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარებისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პოლიტიკის მიმართ.

შეხვედრას გაერთიანებული სამეფოს საელჩოს მეორე პოლიტიკური მდივანი მარგარეტ ბელოფი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი მანანა ქვაჩახია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი პეტრე კანკავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს განათლებისა და საგანმანათლებლო პროგრამების სამსახურის უფროსი ნინო ლობჟანიძე და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი დავით გახარია ესწრებოდნენ.

საინფორმაციო შეხვედრა წარმომადგენლობაში

      2019 წლის 28 თებერვალს აფხაზეთის ა.რ. მთავრობის წარმომადგენლობაში სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში შედგა სამუშაო შეხვედრა წარმომადგენლობის ხელმძღვანელ რეზო ქობალიას ორგანიზებით. შეხვედრას ესწრებოდნენ  შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველ მოადგილე  რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია,ზუგდიდში მოქმედი აფხაზეთის საჯარო სკოლების პედაგოგები და სხვა დაინტერესებული პირები.

      შეხვედრაზე  .. საზღვარზე მიმოსვლის გართულებასა და ადამიანის უფლებების დაცვი კუთხით არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს. აფხაზეთის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა  ვახტანგ ყოლბაია ჟურნალისტებს განუმარტა, რომ გართულებულ მიმოსვლასთან დაკავშირებით  ინფორმირებული არიან და საკითხს საერთაშორისო დონის შეხვედრებზე გაიტანენ. „ჩვენ ვადევნებთ თვალყურს ყველაფერს რაც იქ ხდება, ახალი მოცემულობაა როცა ერისწყალის იქეთ მცხოვრებ ხალხს გაუჭირდა გადმოსვლა, რომლის ერთერთ მიზეზად შეიძლება დასახელდეს აფხაზეთში ძველი ე.წ. პასპორტების ახლით ჩანაცვლების პროცესი.

       შეხვედრაზე საუბარი გართულებულ მიმოსვლასთან ერთად, ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებთა უფლებრივ მდგომარეობას შეეხო, ისაუბრეს სერვისებზე, რომელსაც აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობა ახორციელებ დევნილებისთვის და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობისთვის.

ვახტანგ ყოლბაიამ რუხში, საოკუპაციო ხაზთან მოცვის სანერგე მეურნეობა დაათვალიერა

ვახტანგ ყოლბაიამ სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულ ალექსანდრე მოწერელიასა და USAID-ის მისიის ხელმძღვანელ პიტერ ვიბლერთან ერთად საოკუპაციო ხაზთან ახლოს, სოფელ რუხში მდებარე კენკროვანი კულტურების სანერგე/სადემონსტრაციო მეურნეობა დაათვალიერა.

სახელმწიფო რწმუნებულმა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა მადლობა გადაუხადეს USAID-ის და პროექტ „ზრდას“ წარმომადგენლებს პროექტის განხორციელებისა და სოფლის მეურნეობის დარგის ხელშეწყობისთვის. შეხვედრის პარალელურად, ადგილობრივი ფერმერების მიერ მწვანე კალმით გამრავლების პროცესის დემონსტრირება მოეწყო.

კენკროვანი კულტურების სანერგე მეურნეობა შპს „აგორა“-მ USAID-ის პროექტ „ზრდას“ დახმარებით გასული წლის გაზაფხულზე მოაწყო. პროექტი 50-მდე ფერმერს ყოველწლიურად დაეხმარება მინიმუმ 36 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე სანერგეების მოწყობაში.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ყოველწლიურად 100 000-მდე კენკროვანი კულტურის მაღალი ხარისხის ნერგის წარმოება და გაყიდვა, ადგილობრივი ბაზრის სრულად მომარაგება კენკროვანი კულტურების ნერგებითა და პროდუქციით.

სანერგე მეურნეობაში ასევე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის თავმჯდომარე, დეპარტამენტის თანამშრომლები და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი რეზო ქობალია იმყოფებოდნენ.

წარმოამდგენლობაში თვის შემაჯამებელი თათბირი გაიმართა

2019 წლის 28 თებერვალს იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობაში თვის შემაჯამებელი სამუშაო თათბირი გაიმართა. სამსახურის უფროსებმა წარმოადგინეს აღნიშნულ პერიოდში მათზე დაქვემდებარებული სამსახურების მუშაობის  მოკლე ანალიზი. ყურადღება დაეთმო „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით დაგაადგილებულ პირთა - დევნილთა სოციალური დაცვის მიზნით ერთჯერადი დახმარების  გაცემის კომისიის“ (მომხს. ხელმძღვანელის მაოდგილე ნათია კოპალიანი), ”აფხაზეთის ა/რ-ის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ (დევნილის სტატუსის მაძიებელი) პირთა ფოტოიდენტურობის დადასტურებისა და მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დადგენის კომისიის (მომხს. აპარატის უფროსი, კომისიის თავმჯდომარე ბესიკ ჭანტურია) და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში მცირეფასიანი და გადაუდებელი სარემონტო სახის სამუშაოების ჩატარების კომისიების (მომხს. კომისიის თავმჯდომარე თეიმურაზ წულაია) მუშაობის განხილვას. სხდომის თავმჯდომარემ, წარმოამდგენლობის ხელმძღვანელმა ზაზა ჩაჩავამ ყურადღება გაამახვილა და ისაუბრა  თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების აუცილებლობაზე (სასწავლო კურსები, ტრენინგ-სემინარები) და გამოთქვა მზადყოფნა მათთვის ამ მიმართულებით ხელშეწყობისათვის. ასევე, დასახა მომდევნო თვის სამუშაო გეგმები და პრიორიტეტები.

სოფელ რუხში მოცვის სანერგე მეურნეობა გაიხსნა

 

       2019 წლის 28 თებერვალს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიმ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში რეზო ქობალიამ   USAID-ის მისიის ხელმძღვანელ პიტერ ვიბლერთან ერთად, საოკუპაციო ხაზთან ახლოს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფ: რუხში მდებარე კენკროვანი კულტურების სანერგე/სადემონსტრაციო მეურნეობა დაათვალიერა.

       აფხაზეთის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტან ყოლბაიამ USAID-ის და პროექტ ,,ზრდას“  წარმოამდგენლებს პროექტის განხორციელებისა და სოფლის მეურნეობის დარგის ხელშეწყობისთვის მადლობა გადაუხადა. USAID-ის პროექტ „ზრდას“ დახმარებით, გასული წლის გაზაფხულზე, შპს „აგორა აგორა“-მ კენკროვანი კულტურების სანერგე მეურნეობა მოაწყო. საერთო ჯამში სრული დატვირთვით ამუშავების შემდეგ, სანერგე მეურნეობა ყოველწლიურად შეძლებს 100 000-მდე კენკროვანი კულტურების მაღალი ხარისხის ნერგის წარმოებას და გაყიდვას. სრულად ამუშავების მეორე წელს კი, სანერგე მეურნეობა, უკვე შეძლებს ყოველწლიურად 50-მდე ფერმერს დაეხმაროს მინიმუმ 36 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე სანერგეების მოწყობაში. სანერგე მეურნეობას საშუალება ექნება ადგილობრივი ბაზარი სრულად მოამარაგოს კენკროვანი კულტურების ნერგებითა და პროდუქციით, რომელზეც მოთხოვნა მზარდია.

       სანერგეს გახსნის პარალელურად, ადგილობრივმა ფერმერებმა მწვანე კალმით გამრავლების პროცესის დემონსტრირება მოახდინეს. შეხევდარს ასევე ესწრებოდნენ  სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ნინო ვიბლიანი და სხვა დაინტერესებული პირები.

 

28 თებერვალს USAID-ის მისიის ხელმძღვანელმა პიტერ ვიბლერმა სამეგრელოში, სოფ. რუხში USAID ZRDA-ს მიერ მხარდაჭერილი, უმაღლესი ხარისხის კენკროვანი კულტურების სანერგე/სადემონსტრაციო მეურნეობა მოინახულა

28 თებერვალს USAID-ის მისიის ხელმძღვანელმა პიტერ ვიბლერმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ალექსანდრე მოწერელიამ, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილემ რუსლან აბაშიძე და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაიამ სამეგრელოში, სოფელ რუხში მდებარე USAID/Zrda-ს მიერ მხარდაჭრილი, უმაღლესი
ხარისხის კენკროვანი კულტურების სანერგე/სადემონსტრაციო მეურნეობა ოფიციალურად გახსნეს. USAID/Zrda-ს მიერ მხარდაჭრილი, უმაღლესი ხარისხის კენკროვანი კულტურების სანერგე/სადემონსტრაციო მეურნეობა  სამეგრელოში, საოკუპაციო ხაზთან ახლოს, სოფელ რუხში მდებარეობს. 2018 წლის გაზაფხულზე პროექტი USAID/Zrda შპს „აგრო- აგორა“-ს დაეხმარა აღნიშნული სანერგე/სადემონსტრაციო
მეურნეობის მოწყობაში. საერთო ჯამში, სრული დატვირთვით  ამუშავების შემდეგ, სანერგე მეურნეობა ყოველწლიურად შეძლებს 100,000-მდე კენკროვანი კულტურების მაღალი ხარისხის ნერგის წარმოებას და გაყიდვას. სრულად ამუშავების მეორე წელს კი სანერგე მეურნეობა უკვე შეძლებს ყოველწლიურად 50-მდე ფერმერს მოემსახუროს და დაეხმაროს მათ, საერთო ჯამში მინიმუმ 36 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე ლურჯი მოცვის გაშენებაში. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს აფხაზეთის ა/რ სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტისა და აფხაზეთის ა/რ მთავრობის სამეგრელო-ზემო სვანეთის წარმომადგელობის თანამშრომლებმა, სოფ. რუხში მცხოვრებმა დევნილებმა და ადგილობრივი თემის წარმომადგენლებმა.

მანანა ქვაჩახიამ სტაჟიორებს სერთიფიკატები გადასცა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში მორიგი ორთვიანი სტაჟირების შედეგი შეჯამდა. უკვე წლებია, რაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო წარმატებით ახორციელებს სტაჟირების სახელმწიფო პროგრამას, რომლის მიზანია სამინისტრომ თუნდაც მცირედი წვლილი შეიტანოს ქვეყნის მასშტაბით მაღალკვალიფიციური კადრების მომზადებაში, მათი პროფესიული დონის ამაღლებაში, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებასა და სრულყოფაში.

ამ პროგრამის ფარგლებში, სამინისტროში საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოსა და იურიდიულ საკითხთა და ადამინური რესურსების მართვის სამსახურში ორთვიანი სტაჟირება გაიარეს სტუდენტებმა: გვანცა მამუჩიშვილმა, შალვა ბერიანიძემ, ნინო ასანიძემ და გიორგი კეჩხუაშვილმა.

სტუდენტებს სერთიფიკატები გადასცა აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრმა მანანა ქვაჩახიამ. მინისტრმა სტაჟიორების საქმიანობა დადებითად შეაფასა, მადლობა გადაუხადა მათ სამინისტროს საქმიანიობაში აქტიური მინაწილეობისათვის და წარმატებები უსურვა.