მთავარი/სამინისტრო/იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო/მთავარი/ახალი ამბები
იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო
თბილისში მცხოვრები, აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობისთვის უფასო ოფთალმოლოგიური აქცია მოეწყო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად, თბილისში მცხოვრები, აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის უფასო ოფთალმოლოგიური აქციის მიმდინარეობას დაესწრო.

ღონისძიების ფარგლებში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ 800-მდე პირს ოფთალმოლოგის კონსულტაცია ჩაუტარდა და ექიმის დანიშნულების შესაბამისი სათვალეები უფასოდ გადაეცათ.

აქცია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროსა და სსიპ – აფხაზეთის ქონების განკარგვისა და საწარმოთა მართვის სააგენტოს ერთობლივი ორგანიზებითა და „ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კომისიის“ (International Human Rights Commission) მხარდაჭერით გაიმართა.

„ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კომისიის“ (International Human Rights Commission) მხარდაჭერით აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით ღონისძიებები მომავალშიც აქტიურად განხორციელდება.