მთავარი/სამინისტრო/იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო/მთავარი/ახალი ამბები
იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო
სენაკში მცხოვრები, აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობისთვის უფასო ოფთალმოლოგიური აქცია მოეწყო

აქციის ფარგლებში, სენაკში მცხოვრებ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ 500-მდე პირს ოფთალმოლოგის კონსულტაცია ჩაუტარდა და ექიმის დანიშნულების შესაბამისი სათვალეები უფასოდ გადაეცათ.

ღონისძიება, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს ორგანიზებითა და „ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კომისიის“ (International Human Rights Commission) მხარდაჭერით განხორციელდა.

აქციის მიმდინარეობას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი – დავით ფაცაცია, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე – ანზორ მარგიანი, მინისტრის პირველი მოადგილე – გურამ მისაბიშვილი, სენაკის მერის მოადგილე – ლევან ელიავა, სენაკის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე – ლევან უჩანეიშვილი და სამინისტროს თანამშრომლები ესწრებოდნენ.

აღსანიშნავია, რომ „ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კომისიის“ (International Human Rights Commission) მხარდაჭერით აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობისთვის სოციალური ხასიათის ღონისძიებები აქტიურად მიმდინარეობს.