მთავარი/სამინისტრო/იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო/მთავარი/ახალი ამბები
იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო
თელავის მუნიციპალიტეტის დევნილთა განსახლების ადგილებში შექმნილ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

დავით ფაცაცია, თავის პირველ მოადგილესთან - გურამ მისაბიშვილთან და თელავის მუნიციპალიტეტის მერთან - ლევან ანდრიაშვილთან ერთად, თელავის მუნიციპალიტეტის დევნილთა განსახლების ადგილებში შექმნილ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე დავით ფაცაციამ ისაუბრა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელშეწყობით და ფინანსური მხარდაჭერით განხორციელებულ, მიმდინარე და დაგეგმილ პროგრამებზე, პროექტებზე, მათ შედეგებსა და სამომავლო გეგმებზე.

აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულმა პირებმა სამინისტროს წარმომადგენლებს მიაწოდეს ინფორმაცია თელავის დევნილთა განსახლების ადგილებში არსებული მდგომარეობის შესახებ და ერთობლივად იმსჯელეს მათი საჭიროებების მოგვარების გზებზე.

შეხვედრას ადგილობრივი ხელისუფლებისა და სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

გრძელდება შეხვედრები საქართველოს რეგიონებში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობასთან, რომლის მიზანია ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად და დევნილი მოსახლეობის ჩართულობით, იძულებით გადაადგილებულ პირთა საჭიროებებზე მორგებული პროგრამების განხორციელების ხელშეწყობა.