მთავარი/სამინისტრო/იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო/მთავარი/ახალი ამბები
იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო
დავით ფაცაცია საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია საგარეჯოს მუნიციპალიტეტის დევნილთა განსახლების ადგილებში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას შეხვდა და მათ წინაშე არსებულ საჭიროებებს ადგილზე გაეცნო.

შეხვედრის მიმდინარეობისას, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულმა პირებმა, სამინისტროს წარმომადგენლებს მიაწოდეს ინფორმაცია საგარეჯოს დევნილთა განსახლების ადგილებში არსებული მდგომარეობის შესახებ და ერთობლივად იმსჯელეს მათი საჭიროებების მოგვარების გზებზე.

აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობისგან მიღებული ინფორმაციების გათვალისწინებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო და ადგილობრივი ხელისუფლება საგარეჯოს დევნილთა განსახლების ობიექტების ინფრასტრუქტურის ერთობლივად გაუმჯობესებაზე შეთანხმდნენ.

შეხვედრას, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის პირველი მოადგილე გურამ მისაბიშვილი, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ გულიკაშვილი, სამინისტროსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.