მთავარი/სამინისტრო/იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო/მთავარი/ახალი ამბები
იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო
დავით ფაცაციამ სოხუმის დაცემის დღეს, ომში დაღუპულთა მეუღლეებს დედის დღე მიულოცა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრმა დავით ფაცაციამ, პირველ მოადგილე გურამ მისაბიშვილთან ერთად, სოხუმის დაცემის დღეს დახვრეტილი გმირების - ჟიული შარტავას, გურამ გაბესკირიასა და ჯუმბერ ბეთაშვილის მეუღლეები მოინახულა, მათ დედის დღე მიულოცა და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.

სამინისტროს წარმომადგენლებმა დედის დღე, ასევე, მიულოცეს გიგა ოთხოზორიას დედას - ჯულიეტა ოთხოზორიას.

„გმირობის ტოლფასი და განსაკუთრებული სიძლიერეა იყო იმ ადამიანის მეუღლე, დედა, რომელიც მომავალი თაობებისთვის შეუდრეკელობის, სიმამაცისა და სამშობლოს უსაზღვრო სიყვარულის მაგალითია.

თითოეულ ამ ქალბატონს მადლობას ვუხდი გამძლეობისთვის, რადგანაც მათ ჩვენი სამშობლოს ერთიანობის დასაცავად ყველაზე ძვირფასი ადამიანის სიცოცხლე დაკარგეს. სწორედ თქვენნაირი ქალბატონების სიძლიერის მაგალითია საქართველოს ისტორია.

კიდევ ერთხელ გილოცავთ დედის დღეს და გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას, სიკეთეს და მალე გაერთიანებულ საქართველოში ცხოვრებას!“ - დავით ფაცაცია