პროექტი ხორციელდება იგპ ქალთა ასოციაციის „თანხმობა“ მიერ და მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს დევნილთა ხელმისაწვდომობის გაძლიერებას არსებულ სერვისებზე, მათი საჭიროებების იდენტიფიცირების, პასუხისმგებელ მხარეთა შორის კოორდინაციის გაუმჯობესებისა და ინფორმირებულობის გაზრდის გზით.
პროექტი ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სოციალური დაცვის გაძლიერება საქართველოში“, ქვეგრანტის ფარგლებში ხორციელდება, რომლის პარტნიორები არიან „Expertise France“ (AFD ჯგუფი) და ჩეხეთის განვითარების სააგენტო.
პროექტის პრეზენტაცია სასტუმრო Holiday INN-ში გაიმართა და მას სახელმწიფო უწყებების, დევნილთა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.