აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მომსახურების სააგენტოს ორგანიზებით, ქ. ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში გაიმართა შემოქმედებითი საღამო - „ჩონგური და აფხიარცა“.
ღონისძიებაზე პოეტთა კულტურულ-შემოქმედებითი საღამო გაიმართა, ასევე მოეწყო აფხაზეთიდან დევნილ მხატვართა ნამუშევრების გამოფენა. საღამო მუსიკალური ნომრებით გააფორმა ანსამბლმა „ოდოიამ“.
საღამოზე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრმა დავით ფაცაციამ აფხაზეთიდან დევნილ ხელოვანებს, ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის 300 ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერები და მადლობის სიგელები გადასცა.
ღონისძიებას, ასევე, ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის პირველი მოადგილე გურამ მისაბიშვილი, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მომსახურების სააგენტოს დირექტორი სალომე დოლიძე, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მაიზერ ნანავა, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ნუკრი ხასია, სამინისტროს წარმომადგენლები და აფხაზეთიდან დევნილები.